„თავისუფალმა საქართველომ“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა

ნაძალადევის, მთაწმინდა-კრწანისის, სამგორის რაიონების შემდეგ, „თავისუფალმა საქართველომ“, კიდევ ერთი დეპუტატობის კანდიდატი, თენგიზ ომანიძე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში დაასახელა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„მინდა ჩვენს მხარდამჭერებს თენგიზ ომანიძე წარვუდგინო, რომელიც ახალგაზრდა, საკმაოდ გამოცდილი და ენერგიული ადამიანია. გარდა იმისა, რომ იგი თავისი ქვეყნის პატრიოტია, თენგიზ ომანიძე პროფესიონალი იურისტიცაა, რომელსაც მევახშეების წინააღმდეგ არაერთი საქმე აქვს მოგებული. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ათეულობით ოჯახმა საკუთარი სახლ-კარი შეინარჩუნა და ღია ცის ქვეშ, ბედის ანაბარად არ არიან დარჩენილები“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ.

მისივე განმარტებით, „თავისუფალი საქართველო“ სულ უფრო მეტად იკრებს პოლიტიკურ ძალებს და ეს ყველაფერი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დეკლარირებული იქნება.

„ჩვენ, საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად ვაფასებთ და ფსევდო ოპტიმიზმით არ ვართ შეპყრობილები, თუმცა დაბეჯითებით შემიძლია, ვთქვა, რომ „თავისუფალი საქართველო“ გასული წლების მაჩვენებლების გასამმაგებას შეძლებს, რის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გამოკვეთილი ეროვნული ძალა იქნება, რომელიც ნეოლიბერალიზმსა და მის გამოვლინებებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ წინააღმდეგობას გაუწევს“,- აღნიშნა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.

დღეს, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, საკუთარი პოზიცია დეპუტატობის კანდიდატმაც დააფიქსირა.

როგორც თენგიზ ომანიძემ აღნიშნა, „თავისუფალი საქართველო“ სწორედ ის პარტიაა, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების სწორ განვითარებაზეა ორიენტირებული და მისი პოლიტიკური არჩევანი მთლიანად ეროვნულ პლატფორმას ეფუძნება.

„საქართველოში უამრავი პარტიაა, თუმცა „თავისუფალი საქართველო“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც წლიდან-წლამდე საკუთარ შეხედულებებს გემოვნებისა და დროის მიხედვით არ იცვლის. მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და მზად ვარ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ქვეყნის განვითარებასა და მის წარმატებას შევუწყო ხელი“, - განაცხადა თენგიზ ომანიძემ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „თავისუფალი საქართველო“ მიმდინარე თვეში, მაჟორიტარ კანდიდატებს დედაქალაქის სხვა რაიონებშიც წარადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა