გიორგი გახარია - რუსთაველების სამართლიანი გაბრაზება, რომ ეკოლოგია არის მისახედი, აბსოლუტურად სერიოზულად იყო აღქმული - ქალაქს ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა ექნება

საქართველოს პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აბსოლუტურად სამართლიანია რუსთაველების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია მისახედია.

როგორც მან რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას განაცხადა, უახლოეს პერიოდში რუსთავს ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა ექნება.

„რუსთავი არის ჩვენი ეკონომიკის გაძლიერების ერთ-ერი ფუნდამენტი და ეს არ მოიცავს მხოლოდ ეკონომიკას. რუსთავი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია და ჩვენ დღეს, როდესაც რუსთაველ საზოგადოებას ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს წარსულიც, უნდა ვისაუბროთ პრობლემებზეც და მომავალზეც. ყველას კარგად გვესმის, რომ რუსთავი არის უმსხვილესი საწარმოების ადგილი. ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება აქ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის საფუძველი არის რუსთავი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ქვეყნისთვის თითოუელ სამუშაო ადგილს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ უკვე განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად უკვე აღარ უნდა გვაკმაყოფილებდეს. ყველამ კარგად ვიცით, რა დონის ეკოლოგიური პრობლემებია რუსთავში. როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების განვითარებაზე, ბიზნესი, ინდუსტრიების მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, უკვე ამასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე.

ამიტომ, რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად სერიოზულად იყო აღქმული. ამიტომ, უახლოეს პერიოდში რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს აქვს“, - განაცხადა გახარიამ.

მის თქმით, განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც კომპანიებს კატეგორიულად მოეთხოვებათ ეკოლოგიური ნორმების დაცვა და ეს უმკაცრესადაც გაკონტროლდება.

„ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ახლა განხორციელდება, იქნება უმკაცრესი ჯარიმებით. ძირითადი პრიციპი იქნება აბსოლუტურად ევროპული მიდგომა. ნაკლები ზიანი ბუნებას, ჰაერს, ეკოლოგიას და დამზიანებლის მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად დასჯა. ეს ის პირობებია, სადაც გპირდებით, რომ კომპრომისს არ დავუშვებთ“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია