ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტი 94 ადამიანს ჩაუტარდა.

დე-ფაქტო რეჟიმის ცნობით, ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 197 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 77 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა