გია ვოლსკი ოპოზიციაზე - ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის საუბარი გამარჯვებაზე წინასაარჩევნო ბაქიბუქია. აღნიშნულის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციის დღევანდელი შეთანხმებისა და მათი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ოპოზიციის შანსები არჩევნებში მცირეა. ამასთან, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ირაკლი ოქრუაშვილის დასახელებით გამოჩნდა, რა ტიპის ერთობა აქვს ოპოზიციას.

„საზოგადოებას მიაწოდეს ამით ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს ერთობა. იგივე ოქრუაშვილი რუსეთის პლატფორმიდან ადანაშაულებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ ადამიანების ლიკვიდაციას ავალებდნენ და ის უარს ამბობდა, არის ბევრი სხვა თემაც, რომელიც ამ პიროვნებებს ერთმანეთისგან აცილებს თავის დამოკიდებულებით საკითხების მიმართ.

რაც შეეხება თვითონ კანდიდატურებს, მათ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, დამარცხების და გამარჯვების შესახებ საუბარს, რასაკვირველია, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ანალიზი, ვისთან გვაქვს საქმე, რით განსხვავდებიან ეს ადამიანები ერთმანეთისგან და სად არის მათი გაერთიანების მთავარი წერტილი. ეს არის მათი დესტრუქციული სტრატეგია, ბაქიბუქი და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, რომ მათ ხმები უნდა დაიცვან მაშინ, როცა ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი და ამას შეძლებს სახელისუფლებო რგოლი. მე ვფიქრობ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ მცირე შანსები აქვთ ოპოზიციას, მათ შორის თბილისში და ყველაფერს საზოგადოება გადაწყვეტს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის " ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ მიიღო დეკლარაცია, სადაც ოპოზიციური ხმების დაცვაზეა საუბარი.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა