ნუნუ მიცკევიჩი - მზად ვართ, განვსაზღვროთ ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტებისა და მთლიანად უმაღლესი განათლების წინაშე

თბილისი. 18 აგვისტო. "ინტერპრესნიუსი" - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სტუდენტური ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც, პანდემიის დროსა და მის შემდგომ პერიოდში, სამინისტროს მხრიდან სტუდენტთა მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, ისინი მუშაობენ გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტებისთვის გარკვეული შეღავათების გაწევას, დახმარებასა და მათ თანადგომას ითვალისწინებს.

"პანდემიის გამოცხადების პირველივე დღიდან სამინისტრომ განსაზღვრა ყველა ის საჭიროება, რომელიც სტუდენტების წინაშე წარმოიშვა. რეალურად იცით, რომ ეს გახლდათ გამოწვევა როგორც განათლების სისტემის, ასევე მთელი საზოგადოების წინაშე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პირველი დღიდან თანამშრომლობს თითოეულ უნივერსიტეტთან. მინისტრის ინიციატივით გაიმართა რექტორთა საბჭო, სადაც განისაზღვრა ის გადავადების სქემები და გრაფიკები, რომლებიც ინდივიდუალურ დონეზე ითვალისწინებდა საჭიროებებს და გაზაფხულის სემესტრში ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იყო უნივერსიტეტების მხრიდან - როგორც მოგეხსენებათ, მოხერხდა სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადავადება.

სამინისტროში მუშაობს სოციალური პროგრამები და დღეს არის მოწყვლადი ჯგუფების 13 კატეგორია განსაზღვრული, რომელთათვის გათვალისწინებულია სწავლის საფასურის სრული, 100%-იანი სასწავლო გრანტის შესაბამისი დაფინანსება. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ პრემიერის ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც ეხება სახელმწიფოს მხრიდან, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდას.

დღეს გაიმართა შეხვედრა სტუდენტების წარმომადგენლობით ჯგუფთან, რომლის დროსაც მომავალი თანამშრომლობის გეგმა დავსახეთ. ჩვენი მხრიდან იქნება გათვალისწინებული ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტების წინაშე და რაც შეიძლება მომავალში წარმოიშვას, პანდემიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისთვის გარკვეული შეღავათების გაწევას, დახმარებასა და მათ თანადგომას სახელმწიფოს მხრიდან.

განათლების სამინისტრო გახსნილია ყველასთვის და მზად ვართ, რომ სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტებისა და მთლიანად უმაღლესი განათლების წინაშე, “ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება