უკრაინის ელჩი - სამწუხაროა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში ჯერ კიდევ თბილისში რჩება, ეს არ ეხმარება ვითარებას

სამწუხაროა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში ჯერ კიდევ თბილისში რჩება. ეს არ ეხმარება ვითარებას, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, საქართველოსა და უკარიანის ურთიერთობის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ერთ ადამიანს, თუნდაც ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იყოს, არ შეუძლია საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების კეთილი ნება დააზიანოს.

„არ მჯერა, რომ ერთ ადამიანს, თუნდაც ეს ადამიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე იყოს, შეეძლოს ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების კეთილი ნება დააზიანოს ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ჩვენ ცხადად ვამჟღავნებთ ერთმანეთის მიმართ არსებულ განწყობებს - ჩვენ ვართ პარტნიორები, მეგობრები, ვართ სტრატეგიული პარტნიორები, არა მხოლოდ პრეზიდენტები და ორი ქვეყნის ხელისუფლება, არამედ ხალხი. ხალხის კეთილი ნება გვიბიძგებს, ოფიციალურ პირებსა და ხელისუფლებებს, რომ უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ და, რა თქმა უნდა, სააკიშვილის ირგვლივ არსებული სიტუაცია გარკვეული გავლენის მქონეა და, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ საქართელოს ელჩი უკრაინაში, ჯერ კიდევ თბილისში რჩება, ეს არ ეხმარება ვითარებას,“ - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

მან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, გამოეხმო საქართველოს ელჩი უკრაინაში, სერიოზულ ნაბიჯად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ელჩი კიევში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.

"საქართველოს ხელისუფლების მოქმედება, რომელმაც უკან გაიხმო თავისი ქვეყნის ელჩი, სერიოზული ნაბიჯია და ეს ჩემთვის გამოწვევაა, რადგან უნდა შევაფასო ვითარება და ვიყო კავშირზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლებასთან. მაგრამ მჯერა, რომ ერთ დღეს ის უკან დაბრუნდება და პირობები, მათ შორის ეპიდემიოლოგიური, თუმცა ასევე პოლიტიკური ვითარება, უფრო ხელსაყრელი და კეთილსაიმედო იქნება, რათა მოხდეს, ასე რომ ვთქვათ, ნორმალურ ვითარებასთან დაბრუნება, რადგან შემზღუდავი ზომებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობა შეზღუდულია ან საერთოდ არ არსებობს. ამიტომ უკეთესი მომავლის იმედი უნდა დავიტოვოთ და ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ველოდოთ, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება კიდევ უფრო ძლიერი და სასარგებლო ჩვენი ხალხისთვის. გვესმის, რომ სააკაშვილის ინტერვენციის ძირითადი მიზეზი მოტივირებულია მომავალი არჩევნებით საქართველოში. მე მჯერა, რომ ქართველები, როგორც ბრძენი ხალხი, გააკეთებს თავის არჩევანს არჩევნებზე,“ - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს