გოგი მეშველიანი - ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას და ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას და ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა წალკაში განაცხადა.

გოგი მეშველიანის თქმით, „ქართული ოცნების" გუნდის მთავარი ამოცანა თითოეულ ადამიანზე ზრუნვაა და ამისთვის ძალიან ბევრი კეთდება ყველა რეგიონში.

„წალკის მრავალეთნიკური საზოგადოება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. ამ საზოგადოებას მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების გამოცდილება აქვს. მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური ისტორიის ის თვითმყოფადი ისტორიული და ტურისტული ძეგლები, რომლებიც წალკაში გვხვდება, სწორედ იმის ნიშანია, რომ ამ საზოგადოებას შეუძლია ერთად ცხოვრება, ერთად საქმის კეთება. ეს ტურისტული ძეგლები ადგილობრივი ლანდშაფტის, განსაკუთრებული ჰავის გათვალისწინებით, უნდა გახდეს ტურისტული მიზიდულობის განსაკუთრებული ობიექტი და დამატებითი შემოსავლების წყარო ადგილობრივი საზოგადოებისთვის. ამისთვის ძალიან ბევრი კეთდება. აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში ნახავდით უნიკალურ სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც წალკას ჩვენი რეგიონის ტურისტულ მარგალიტად აქცევს. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა, როგორც ჩემმა მეგობრებმა აღნიშნეს, თითოეულ ადამიანზე ზრუნვაა და ამისთვის ძალიან ბევრი კეთდება ყველა რეგიონში. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება წალკაში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ძალიან ბევრი კეთდება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში მიმდინარეობს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა, და ამასთან ერთად, წალკის 10 სოფლის გაზიფიცირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი, ცივი ზამთრის გათვალისწინებით და მე ვფიქრობ, ამ პროექტის განვითარება საბოლოო ჯამში წალკაში ძალიან ბევრ ადამიანს დააბრუნებს და აქ ცხოვრება გახდება განსაკუთრებით მიმზიდველი”, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურაში, სახელმწიფო მნიშვნელობის გზებში 25 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. 7,5 მილიონ ლარზე მეტია ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე დახარჯული, 5 მილიონ ლარზე მეტი წყლის სისტემის მოწესრიგებაში.

მისივე თქმით, გამოწვევა ძალიან ბევრია.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ ძალიან აწუხებთ მიწის რესურსთან წვდომის და სარგებლობის საკითხი, ბევრი სამართლებრივი თემაა დაგროვილი, რომლის გადაწყვეტაშიც მე, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდთან ერთად აქტიურ მონაწილეობას მივიღებ. ყველა ამ საკითხის გადაჭრას მთელი სახელისუფლებო გუნდის აქტიური ჩართულობა სჭირდება და მე დაუღალავად ვიშრომებ იმისთვის, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც ჩანიშნულია თვითმმართველობასთან ერთად, მოკლე ვადებში და რაც მთავარია, სამართლიანად გადაწყდეს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ მეგობრებო ამ არჩევნებში, ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას, და ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის! დიდი მადლობა ყველას!“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ინფორმაციას „ქართული ოცნება-დმეოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო