ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტი 88 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 აგვისტოს მონაცემებით, გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი ბავშვია. დე ფაქტო რეჟიმის ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 202 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 78 ადამიანი განიკურნა, სამი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.