გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ღამის ინსცენირება არაგვის ხიდთან - "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტაჟი

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის 5 ეპიზოდი გაითამაშეს.

ტრაგიკული ღამის მოვლენების ინსცენირებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომელიც საქმეში არ ფიგურირებს, თუმცა ადვოკატების განცხადებით, ექსპერიმენტში ჩართვა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში არსებული ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია.

დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტის პროცესს თვალყურს მედია ადევნებდა. გთავაზობთ შემთხვევის ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილის მიერ მომზადებულ ფოტორეპორტაჟს.

იხილეთ ვიდეო:როგორ ჩატარდა შაქარაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ღამის ინსცენირება - ფოტო/ვიდეოკადრები ადგილიდან

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს