პროკურორი - სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს და ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება

სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს, ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ასეთს არ იცნობს, - ასე ეხმაურება გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი რამდენიმე ბრალდებული არასრულწლოვნის და მათი მშობლების მოთხოვნას, რომ „ტოიოტა ქამრიში” მჯდომი ყველა პირი სიცრუის დეტექტორზე დაიკითხოს.

„იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება, თვლიან, რომ ეს არის საპროცესო მოქმედება და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, შეუძლიათ თავად ჩაატარონ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მოესურვებათ,” - აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სამი არასრულწლოვანი - ზ.ხ; ლ.შ. და ა.ქ. შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა, სიცრუის დეტექტორზე დაკითხონ, რათა „სიმართლე ამ გზით დადგინდეს“.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ