ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გამყოფ ხაზთან დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გამყოფ ხაზთან დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლომ მღებრიშვილის საქმის განხილვა გუშინ დაიწყო და გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ხვიჩა მღებრიშვილის ახლობლები იმედოვნებდნენ, რომ დაკავებულის გათავისუფლება დღეს მოხდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ე.წ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და დაკავებულის უპირობოდ გასათავისუფლებლად ღონისძიებების გასატარებლად 10-დღიან ვადას აძლევენ.

დაკავებულის ძმის ჯუმბერ მღებრიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ 10 დღის ვადაში არ მოხდება დაკავებულის უპირობოდ გათავისუფლება, პროტესტის ნიშნად ფართომაშტაბიან აქციას გამართავენ.

შეგახსენებთ, მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, მოგვიანებით კი, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშრობის კომიტეტმა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, მღებრიშვილი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შეგნებულად გადავიდა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ღამურების დაჭერას ცდილობდა.

იხილეთ ვიდეო:ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გამყოფ ხაზთან დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა