მარნეულში, დევნილთა ახალი დასახლებისთვის წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა სრულდება

მარნეულში, იალღუჯის დასახლებაში დევნილთა ახალი დასახლებისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, სამუშაოებს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 1 მილიონ ლარამდე მოხმარდა.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაკეთდა 3 კმ -იან მონაკვეთზე წყალმომარაგების გამანაწილებელი და მაგისტრალური სისტემები. ასევე, მოეწყო წყალარინების 3 კმ-დე ქსელი.

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის პროცესი, რის შემდეგაც წყალმომარაგების კომპანია ახალი ქსელის ექსპლუტაციაში გაშვებას დაიწყებს.

კომპანია რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს გაწერილი გეგმის მიხედვით ახორციელებს.

გარდა ამისა, მარნეულში წყლისა და წყალარინების სისტემები, ასევე წყალარინების გამწმენდი ნაგებობა შენდება, რომლის დასრულება მომავალ წელს იგეგმება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში