ზაურ დარგალი - სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთის გვერდში დგომით ბევრი სიძნელე დავძლიეთ

ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ვარ იმ მუნიციპალიტეტიდან, სადაც სხვადასხვა ერები, რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები თანაცხოვრების, ურთიერთსიყვარულის ისტორიულ მაგალითს ქმნიან,- ამის შესახებ მარნეულში სიტყვით გამოსვლისას ზაურ დარგალმა განაცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

დარგალმა მარნეულში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომელიც უნდა დაძლიონ. მან სიტყვით გამოსვლისას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

„მე ამ მუნიციპალიტეტის შვილი ვარ, აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები, აქ იზრდებიან ჩემი ბავშვები და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული თქვენგანის წინაშე, რომ უნდა ვიყო თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სიკეთეები, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მივიდეს თითოეულ ოჯახთან, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ეს სიკეთე და ის განვითარება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის ჩვენს ქვეყანაში. მე მსურს მადლობა გადავუხადო პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, პარტიის ერთიან გუნდს, რომ ერთი წლის წინ საშუალება მქონდა კენჭი მეყარა მერის არჩევნებში. ზუსტად ერთი წელი გავიდა და მე დღეს მაქვს საშუალება და უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა, რომ ვიყო თქვენი ხმა პარლამენტში. მერწმუნეთ მეგობრებო, რომ არა თქვენი უანგარო მხარდაჭერა, თქვენი ნდობა, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში მე ყოველდღიურად ვგრძნობდი, ასევე ჩემი უდიდესი სურვილი, რომ ჩვენი რეგიონი განვითარდეს და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი გუნდის ღირებულება, მე არასოდეს ვიფიქრებდი ამ პასუხისმგებლობის აღებაზე. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და სწორედ ამიტომ სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთის გვერდში დგომით ძალიან ბევრი სიძნელე დავძლიეთ, განვახორციელეთ და დავგეგმეთ ბევრი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაზე იყო მიმართული. ყოველივე ამის გათვალისწინებით მე მზად ვარ, კვლავ ვემსახურო მარნეულს, გარდაბანს, ამჯერად უკვე მაჟორიტარი დეპუტატის პოსტიდან და გავხდე თითოეული თქვენგანის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა დარგალმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა