თეონა ჭალიძე -  რატომ მალავს მერია უფასო სასადილოებით სარგებლობის მსურველთა რაოდენობას? ათასობით ადამიანის მდგომარეობა დამძიმდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის განცხადებით, მერია გაღარიბებული მოქალაქეების ზრუნვის ნაცვლად საჯარო ინფორმაციის მალვით ცდილობს პრობლემის მოგვარებას. ჭალიძის თქმით, ათასობით ადამიანის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და ასევე გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურ საჭმელს საარსებოდ სასადილოებში ითხოვენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამჟამად უფასო სასადილოებს 41 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს.

„რატომ მალავს მერია უფასო სასადილოებით სარგებლობის მსურველთა რაოდენობას? მარტივია. იმის ნაცვლად, რომ კიდევ უფრო გაღარიბებულ მოქალაქეებზე იზრუნონ, მალავენ საჯარო ინფორმაციას და ჰგონიათ პრობლემა გადაჭრეს. ფაქტია, ათასობით ადამიანის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურ საჭმელს საარსებოდ სასადილოებში ითხოვენ და რიგში დგანან. მომლოდინეთა რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი და იმის ნაცვლად, რომ კალაძემ დააკმაყოფილოს მოთხოვნა და მოქალაქეების შიმშილს ებრძოლოს, ძვირად ღირებული ნაგვის ურნების ყურებით ტკბება.

ცნობისთვის, ამჟამად უფასო სასადილოებს 41 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს. მეორე საკითხია საჭმლის ხარისხი ამ სასადილოებში, მაგრამ რაც არის, ისიც კი სანატრელი გაუხდათ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს“, - წერს საკუთარ სოციალურ ქსელში თეონა ჭალიძე.

აღნიშნულ განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია