ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ სამივე ქალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ სამივე პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება.

რატიანის განცხადებით, 2 პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია.

„გუშინ შემოიყვანეს 3 მდედრობითი სქესის პაციენტი. გადმოყვანილია ავარიის ადგილიდან. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, არის კრიტიკული. 2 მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით. აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა. პაციენტები სასწრაფო წესით შეყვანილ იქნენ საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია. ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ამ ეტაპზე, სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

იხილეთ ვიდეო: როგორია შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - განცხადება კლინიკაში

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია