გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს

უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინის ტექნოლოგიური უპირატესობის ფონზე გახშირდა საუბრები იმაზე, რომ ამ ომის შედეგები, სავარაუდოდ, ისეთი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებებს გამოიწვევს. როგორ ხვდება საერთაშორისო ურთიერთობებში დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს საქართველო, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს თბილისში ამერიკული დელეგაციის სტუმრობისაგან ანაკლიის პორტის საკითხში, სომხეთში მოახლოებულ არჩევნებზე კრემლის გააქტიურებას, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებთან დაკავშირებით, საქართველოს მხრიდან რა ნაბიჯები იქნებოდა ყველაზე ადეკვატური, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, Eurasia Analyst-ის დამფუძნებელ გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, უკრაინა-რუსეთის ომის ფრონტზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. უკრაინამ არა მარტო მოახერხა ფრონტის ხაზზე ვითარების დასტაბილურება, ახლა უკრაინის ტექნოლოგიური უპირატესობა იმდენად მასშტაბურად გამოიყურება, რჩება შთაბეჭდილება რომ უკრაინა-რუსეთის ომში ინიციატივა უკრაინის მხარესაა.

ვიდრე ჩვენ, ჩვენს საგარეო პოლიტიკაში არსებულ საკითხებზე ვიმსჯელებთ, მანამდე გვინდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ ხვდება სერიოზულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს საქართველო.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების ვადებზე პროგნოზის გაკეთება ჭირს, ერთის თქმა უკვე შეიძლება - მისი შედეგი ისეთი ნამდვილად არ იქნება, საქართველოში და კიდევ ბევრს სხვაგანაც რომ ეგონა და რუსეთის გამარჯვებას პროგნოზირებდნენ.

შესაძლოა, პუტინს სურდეს კიდეც ომის დასრულება, მაგრამ, უკრაინაში დიდი მარცხი რომ ლამაზად შეიფუთოს, რუსულმა ჯარმა უკრაინის ის ოლქები სრულად უნდა დაიკავოს, რაც ომის წინ კონსტიტუციაში შეიტანა და რუსეთის ოლქებად გამოაცხადა. ამის გაკეთების შესაძლებლობა რომ მას არ აქვს. უკვე ცხადადაც კი ჩანს.

როგორც ჩანს, სი ძინ პინის ტრამპისთვის ნათქვამმა - „შესაძლოა, პუტინმა ინანოს რომ უკრაინაში შეიჭრა, უკრაინაში ომის გაგრძელების პირობებში, რეალური კონტურები შეიძინოს. ამაზე მეტყველებს უკრაინის საკითხში ევროპის პოზიცია, ამ ბოლო დროს ამერიკაშიც შეცვლილი განწყობები, რაზეც რუბიოს და ტრამპის განცხადებებიც მეტყველებენ.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე და უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში ხდება?

  • დღევანდელი მდგომარეობა უკრაინის ფრონტის ხაზზე აშკარად განსხვავდება თუნდაც რამოდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობისგან. რას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში? პირველ რიგში დაგეთანხმებით ფრონტის დასტაბილიზაციასთან დაკავშირებით. ანუ რუსეთის ჯარები, მრავალგზის მცდელობების მიუხედავად ვერ იწევენ წინ, ეს ფაქტია.

გარდა ამისა, უკრაინამ მოახერხა და თანამედროვე დრონების საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოაქცია დონეცკის ოლქისა და როსტოვი-მარიუპოლი-ბერდიანსკი-მელიტოპოლს შორის არსებული ლოგისტიკური კვანძები უკრაინის სამხრეთში, რომლებიც თავის მხრივ ახალი აგებულია რუსეთის სამხედროების მიერ, ყირიმის ნახევარკუნძულზე განლაგებული შენაერთების მოსამარაგებლად.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ შესაბამისი უკანონო გამოყენების გამო გაითიშა სტარლინკების ტერმინალები, რომელიც კონტრაბანდულად იყენებდნენ რუსი სამხედროები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დამატებით უნდა ავღნიშნოთ აუცილებლად უკრაინული წარმოების ახალი რობოტიზირებული სახმელეთო სისტემები, რომლის გამოყენებაც სუ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, როდესაც ასეთმა “შენაერთებმა ”ტაქტიკური” ოპერრაციები განახორციელეს ფრონის მოკლე მონაკვეთენზე და წარმატებით უკუაგდეს რისეთის საჯარისო შენაერთები.

უკრაინამ მოახერხა და თანამედროვე დრონების საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოაქცია დონეცკის ოლქისა და როსტოვი-მარიუპოლი-ბერდიანსკი-მელიტოპოლს შორის არსებული ლოგისტიკური კვანძები უკრაინის სამხრეთში, რომლებიც თავის მხრივ ახალი აგებულია რუსეთის სამხედროების მიერ, ყირიმის ნახევარკუნძულზე განლაგებული შენაერთების მოსამარაგებლად

ეს გახლავთ მსოფლიო ისტორიაში პირველი მაგალითები რობოტიზირებული ჯარების გამოყენებისა. რა თქმა უნდა ყოველივე ეს დაიხვეწება, გაანალიზდება და ახლო მომავალში სავარაუდოდ ვიხილავთ რობოტიზირებული შენაერთების უფრო ფართო მასშტაბიან გამოყენებას.

აქვე აღსანიშნავია უკრაინის სამხედრო წარმოების ბოლოდროინდელი სიახლეები, ჯეროდ შორი მანძილის გამანადგურებელი იარაღის შექმნა, მისი მასიური წარმოება და გამოყენება.

ბოლო დროს მთელმა მსოფლიომ იხილა გამანადგურებელი დარტყმები რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საექსპორტო ტერმინალებზე შავი და ბალტიის ზღვებზე. გარდა ამისა გრძელდება დარტყმები ნავთობგადასამუშავებელი ინდუსტრიის ობიექტებზე. ამ დარტყმებმა სერიოზული ეკონომიკური და საიმიჯო ზიანი მიაყენა რუსეთს, რის გამო ნავთობპროდუქტების წარმოებაც და ექსპორტის საშუალებები მკვეთრად შემცირებულია, რაც ირიბად აისახება ფრონტის ხაზზეც, ომის და მასთან დაკავშირებული რესურსების გამოყოფის თვალსაზრისით. ყოველივე ეს ხდება უკრაინის მიერ ახალი ტექნოლოგიების სწრაფ და ჯეროვანი ათვისების ხარჯზე.

ამ ეტაპზე უკრაინამ გაასწრო რუსეთს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით, რაც გადაითარგმნა უკრაინის ჯარის ბოლოდროინდელ წარმატებებში. მიუხედავად იმისა რომ ეს უპირატესობა აშკარად გამოჩნდა, მთლიანი გარდატეხა ჯერ არ მომხდარა. მაგრამ, თუ აღნიშნული ვითარება და ტრენდი შენარჩუნდა, ჩემი აზრით დიდი და საგრძნობი ცვლილებები ფრონტზე, უკრაინის სასარგებლოდ გარდუვალია.

ამ ეტაპზე უკრაინამ გაასწრო რუსეთს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით, რაც გადაითარგმნა უკრაინის ჯარის ბოლოდროინდელ წარმატებებში. მიუხედავად იმისა რომ ეს უპირატესობა აშკარად გამოჩნდა, მთლიანი გარდატეხა ჯერ არ მომხდარა. მაგრამ, თუ აღნიშნული ვითარება და ტრენდი შენარჩუნდა, ჩემი აზრით დიდი და საგრძნობი ცვლილებები ფრონტზე, უკრაინის სასარგებლოდ გარდუვალია

ასეთი ომისა და დაპირისპირების პირობებში, მცირე ტექნოლოგიური უპირატესობაც კი იძლევა უზარმაზარ ეფექტს ფრონტის ხაზზე და შესაძლოა მოახდინოს გადამწყვეტი გავლენა მთლიანად ომის მსვლელობაზეც.

- ვხედავთ რომ რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ რეცესიაშია და მიუხედავად იმისა რომ სრულადაა გადასული სამხედრო ეკონომიკაზე, ქვეყანას უჭირს ომის წარმოება.

მას ჩინეთი კი ეხმარება, მაგრამ იმდენად არა, რომ რუსებმა კიევი აიღონ და უკრაინის სახელმწიფომ დაასრულოს არსებობა. ანუ, ჩინეთი დაინტერსებულია უკრაინა-რუსეთის ომის გაგრძელებაში, რადგან, ასეთ ვითარებაში რუსეთი სრულად ხდება ჩინეთზე დამოკიდებული.

სხვადასხვა წყაროები ამტკიცებენ რომ კრემლთან დაახლოებულ პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტებში დიდი უკმაყოფილება.

ახლა რუსეთში აქტიურად განიხილება რუსეთში ჯარისთვის მობილიზაციის გამოცხადების საკითხი. რუსული სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკი გირკინი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის უკრაინის დონბასში ომის დაწყებაში, ვარაუდობს, ეს ნაბიჯები არაფრისმომცემი იქნება რადგან, ვითარებაში, როცა უკრაინას ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს, ამას აზრი არ აქვს.

რუსეთს ეკონომიკური პრობლემები კი აქვს, მაგრამ, დაიწყო ოქროს მარაგის გაყიდვა. სხვადასხვა წყაროებით, დღეის მონაცემებით, ოქროს მარაგებიდან, მხოლოდ 1%-მდე ოქროა გაყიდული.

დამკვირვებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ნოემბრამდე აქვს დრო. ნოემბრის შემდეგ ტრამპი, აშშ-ში შუალედურ არჩევნებს წააგებს და ვითარებაში, როცა ტრამპიკოჭლი იხვისმდგომარეობაში იქნება, რუსეთს კიდევ უფრო გაუჭირდება.

ამ მოვლენების ფონზე საქართველოს საკმაოზე მეტად აქვს გართულებული ურთიერთობები ვაშინგტონთან და ევროკავშირთან. თუმცა, უკვე ვიცით, რომ დიდი ხნის შემდეგ, თბილისს ამერიკული დელეგაცია ესტუმრება.

როგორ ხვდება სერიოზულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს საქართველო?

  • სწორი ბრძანეთ, მსოფლ;იოს და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონს ელოდება დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები. ამ ცვლილებების კონტურები უკვე იკვეთება ნელ-ნელა. ძველი კონსტრუქციები ან იშლება ან უბრალოდ აღარ მუშაობს, ახალი ჯერ არაა შექმნილი და ეს პროცესები შეიძლება მტკივნეულად განვითარდეს.

გარდა ამისა ჩვენს დიდ რეგიონს რომ გადავხედოთ, ორი კონფლიქტი-ომი რომელიც განსაზღვრავს გლობალურ გეოპოლიტიკურ მომავალს, რეალურად ჩვენს სიახლოვეს ხდება.

მე ვგულისხმობ ომს უკრაინაში და კრიზისს სპარსეთის ყურეში და ზოგადად ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ასეთი ტექტონიკური ცვლილებები, უბრალოდ შეუძლებელია არ შეეხოს საქართველოს. ამავდროულად, ყოველივე აღნიშნული პროცერსების მიმართ საქართველო არის მოწყვლადი.

ჯერ ერთი ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული ზუდსტად იმ ძალის მიერ რომელიც პრაქტიკულად დააინიციირა აღნიშნული გეოპოლიტიკური რევანში. და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტი არის ყველაზე დიდი და მუდმივი უსაფრთხოების გამოწვევა რომლის გამოყენებაც ოკუპანტ სახელმწიფოს მრავალგვარად შეუძლია, როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის თვალსაზრისით, ასევი მისი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების მხრივ.

მსოფლიოს და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონს ელოდება დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები. ამ ცვლილებების კონტურები უკვე იკვეთება ნელ-ნელა. ძველი კონსტრუქციები ან იშლება ან უბრალოდ აღარ მუშაობს, ახალი ჯერ არაა შექმნილი და ეს პროცესები შეიძლება მტკივნეულად განვითარდეს

არსებული ვითარება და სტატუს-კვო, ოკუპანტ სახელმწიფოს საკმარისზე მეტ ბერკეტს აძლევს საქართველოზე ზეგავლენისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ თუ სამხედრო განვითარებაზე, ვეტოს დადების თვალსაზრისით.

სანამ ამ საფრთხის შემცირება არ მოხერხდება, საქართველო ყოველთვის იქნება მოწყვლადი, რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესების მიმართ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა გაუმკლავდეთ არსებულ საფრთხეებს, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად.

ყოველ შემთხვევაში მოლოდინი იმისა რომ იზოლირებულად ყოფნის პირობებში, ის პროცესები, რომლებიც ქვეყნის ახლოს, მის გარე პერიმეტრზე მიმდინარეობს, არასწორედ მიმაჩნია.

მოლოდინი იმისა რომ იზოლირებულად ყოფნის პირობებში, ის პროცესები, რომლებიც ქვეყნის ახლოს, მის გარე პერიმეტრზე მიმდინარეობს, არასწორედ მიმაჩნია

- აშშ-ირანის დაპირისპირება იმაზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. დღევანდელი სიტუაციაც მრავალი თვალსაზრისით შორსაა ერთმნიშვნელოვანესი დასკვნების გაკეთებისაგან.

ტრამპის აქტიურობამ ირანში ხელისუფლების ცვლილება ვერ მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ირანი საკმაოდ დასუსტებულია, იგი აცხადებს, რომ გამდიდრებული ურანი ირანში უნდა დარჩეს. ჰორმუზის სრუტეში ვითარება იმდეგვარი არაა, როგორც ტრამპს სურდა.

რა გავლენას იქონიებს აშშ-ირანის ომის შედეგები ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაზე?

  • ასეთი მაშტაბური პროცესები უკვალოდ ნამდვილად ვერ და არ ჩაივლის. ჩვენ მოწმეები ვხდებით ახლო აღმოსავლეთის მთლიან რეკალიბრაციის პროცესისა. რას ნიშნავს ეს?დავიწყოთ ნავთობის ტრანსპორტირების საკითხით. არსებული ვითარება ჰორმუზის სრუტის ირგვლივ უბიძგებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს ალტერნატიულ გზებზე იფიქრონ. ამიტომ, ახალი მილსადენების, და შესაძლოა, ალტერნატიული არხების აშენება აბსოლუტურად მოსალოდნელია.

გარდა ამისა უკვე მიდის აქტიური საუბრები ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დაკავშირება ერთმანეთში სახზმელეთო გზით, ანუ თურქეთის გავლით სარკინიგზო მაგისტრალების აშენებაზეა საუბარი.

რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს დრო დასჭირდება, მაგრამ, მოგეხსენებათ, როცა დიდი ფინანსები მოსაძიებელი არაა, მაშინ ვადებიც მცირდება. პოლიტიკური თვალსაზრისით, ირანი მეზობელი ქვეყნებიდან გარიყული და იზოლირებული იქნება, რადგან მან ძალიან სერიოზული ზიანი მოუტანა მთელს რეგიონს და ამის გამო ძველი ურთიერთობების აღდგენა პრობლემატური იქნება.

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ძალზედ ბევრი დაკარგეს აშშ-ირანის დაპირისპირების გამო. გარდა ჰორმუზის კრიზისისა, რომელიც ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი, მკვეთრად დაეცა მთელი რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობა. მოგეხსენებათ, ყურის ქვეყნები იყვნენ საინვესტიციო კაპიტალისთვის ძალზედ მიმზიდველ მიმართულებად. ყოველივე ეს დაინგრა, და ამის უკან დაბრუნება და ძველ კალაპოტში ჩაყენება ძალიან რთული იქნება.

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ძალზედ ბევრი დაკარგეს აშშ-ირანის დაპირისპირების გამო. გარდა ჰორმუზის კრიზისისა, რომელიც ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი, მკვეთრად დაეცა მთელი რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობა. მოგეხსენებათ, ყურის ქვეყნები იყვნენ საინვესტიციო კაპიტალისთვის ძალზედ მიმზიდველ მიმართულებად. ყოველივე ეს დაინგრა, და ამის უკან დაბრუნება და ძველ კალაპოტში ჩაყენება ძალიან რთული იქნება

ამ მოვლენებმა გახსნა გააჩინა გარკვეული დადებითი დინამიკა კავკასიასთან დაკავშირებით. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ლოჯისტიკას. ირანის პორტების უმოქმედობა, და ახლო აღმოსავლეთში პრობლემების გახანგრძლივება, ხსნის კიდევ ერთ შესაძლებლობას გაიზარდოს შუა დერეფნის ტვირთბრუნვა.

აქ აღსანიშნავია, რომ თუ თურქეთის სარკინიგზო სისტემას შეუეწრთდა ახლო აღმოსავლეთის ხაზი, მაშინ საქართველოს ექნება პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის საშუალება ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან. ამან კიდე შესაძლებელოია ახალი პერსპექტივები გააჩინოს საქართველოს ლოგისტიკური პოზიციონირების თვალსაზრისით.

ყოველივე ამას უპირველეს ყოვლისა გააზრება და სწორი ორიენტირების არჩევა და შესაბამისი სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რადგან აღნიშნული პოტენციალი თავის თავად ვერ რეალიზდება, მას დანახვა, მხარდაჭერა და სწორი მართვა სჭირდება.

- უკვე ვიცით, რომ აშშ-ს დელეგაცია საქართველოს ეწვევა. ცოტა ხნის წინ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იმყოფებოდა საქართველოში ვიზიტად. ვიზიტის ფარგლებში მან ანაკლიის პორტის აკვატორია მოინახულა და იქ მიმდინარე პროცესებს გაეცნო.

რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიის პორტის აშენების ბოლო ვადად 2029 წელი დაასახელა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, „ქართული ოცნებისხელისუფლება ანაკლიის პორტის აშენებას საერთოდ არ აპირებს.

უკრაინაში შეჭრის გამო ევროპამ რუსეთს სანქციები დაუწესა, ევროპასა და ამერიკას ანაკლია სჭირდებათ, როგორცშუა დერეფნისუმნიშვნელოვანესი კვანძი. ფაქტია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ტვირთების გადაზიდვა რუსეთის, ანუ, „ჩრდილოეთის დერეფნის გვერდის ავლით.

ხელისუფლებას სურს ანაკლიის პორტი ჩინეთმა ააშენოს. თუ ჩინეთს ასე ძალიან სჭირდება და მზად არის დააფინანსოს, რატომაა, რომ უკვე ორი წელია ხელს არ აწერს კონტრაქტს, გაუგებარია და ანაკლიაში სამუშაოები ისევ საქართველოს ბიუჯეტის ფულით ტარდება.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს რომ ჩინეთს სჭირდება არა საქართველოს განვითარება, არამედ შავ ზღვაზე საკუთარი კონტროლის დამყარება, ხოლო დასავლეთი არ აფინანსებს პროექტს არა იმიტომ, რომ ანაკლია არ სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი სანქცირებულ ჩინურ სახელმწიფო კომპანიაზე შეაჩერა, რამაც დასავლური ინვესტიციები დაბლოკა.

გაქვთ მოლოდინი, რომ აშშ-ს დელეგაციის თბილისში ვიზიტის შემდეგ, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხში, მეტი სიცხადე და კონკრეტიკა იქნება?

- ასე პირდაპირ ვერ გეტყვით, თუ რა იქნება, განსაკუთრებით ანაკლიის მრავალტანჯულ პროექტის რეალიზაციაზე, მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს საკითხი გაირკვევა და რაც უფრო მალე მოხდება ეს მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის.

აშშ-ს ასეთი თვალსაჩინო ინტერესი ანაკლიის მიმართ, სწორედ იმ პერსპექტივებითაა ჩემი აზრით განპირობებული, რაზეც უკვე ვისაუბრე.

ანაკლის პორტის აშენების გარეშე, შუა დერეფნის თვირბრუნვის გაზრდა, პრაქტიკულად შეუძლებელია. თუნდაც ტრამპის მარშრუტის ამოქმედების პირობებში და სომხეთზე გამავალი ძველი სარკინიგზო ხაზების აღდგენის პირობებშიც კი, ანაკლიის პორტს კონკურენტი აღნიშნულ მარშრუტზე ვერავინ ექნება

კერძოდ, „შუა დერეფნის“ განვითარება და ტვირთბრუნვის გაზრდა. ამ ამოცანების უკან დგას ამერიკული კომპანიების ინტერესი, რომლებიც მუშაობენ ცენტრალურ აზიაში. მოგეხსენებათ გასული წლის მომაცემებით, მხოლოდ ყაზახეთის ეკონომიკაში აშშ-ს კომპანიებს ინვესტირებული აქვთ 100 მილიარდ დოლარზე მეტი. ყოველივე ეს ინვესტიცია მოითხოვს ლოგისტიკურ მომსახურებას, ლიკვიდურ ბაზრებზე წვდომისთვის.

ანაკლისს პორტის აშენების გარეშე, „შუა დერეფნის“ თვირბრუნვის გაზრდა, პრაქტიკულად შეუძლებელია. თუნდაც ტრამპის მარშრუტის ამოქმედების პირობებში და სომხეთზე გამავალი ძველი სარკინიგზო ხაზების აღდგენის პირობებშიც კი, ანაკლიის პორტს კონკურენტი აღნიშნულ მარშრუტზე ვერავინ ექნება.

ვიმედოვნებ რომ, ანაკლიის პორტის საკითხში მხარეები მიაღწევენ კონსენსუსს და ეს შეიძლება გახდეს ის თემა რომლის ირგვლივ შესაძლოა ორმხრივი ურთიერთობების რელსებზე დაბრუნება მოხდეს, რაც საქართველოს არსებულ ვითარებაში უალტერნატიოდ სჭირდება

ეს ფაქტია, და ამ ფაქტის შესახებ აშშ-ს მხარე კარგადაა ინფორმირებული. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ რომ, ანაკლიის პორტის საკითხში მხარეები მიაღწევენ კონსენსუსს და ეს შეიძლება გახდეს ის თემა რომლის ირგვლივ შესაძლოა ორმხრივი ურთიერთობების რელსებზე დაბრუნება მოხდეს, რაც საქართველოს არსებულ ვითარებაში უალტერნატიოდ სჭირდება.

- მალე სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. იმის გამო რომ სომხეთის დღევანდელ პრემიერ ნიკოლ ფაშიანიანსა და მის გუნდს პროევროპული არჩევანი აქვს გაკეთებული, გააქტიურებულია კრემლი და მისი მხარდამჭერი პროპაგანდა.

არ ცხრება მოსკოვიდან მუქარები სუვერენული სომხეთის ხელისუფლებისა და დღევანდელი ხელისუფლების მისამართით. ფაქტია, რომ მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე ომისა და ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებისა, კრემლი და რუსეთის ხელისუფლება სომხეთისათვის იცლის.

კრემლიდან სომხეთის მისამართით ისეთი მუქარები ისმის, რჩება შთაბეჭდილება, რუსეთი სომხეთში მოახლოებულ არჩევნებზე ნებისმიერ მასშტაბურ პროვოკაციებზე წავიდეს.

რამდენად სახიფათოა სომხეთის მისამართით რუსული მუქარები? რა შედეგით შეიძლება დასრულდეს სომხეთის პროევროპული ხელისუფლების დაპირისპირება სომხეთში პრორუსულ ძალებთან?

- როგორც ჩანს, პრემიერი ფაშინიანი და მისი პარტია იგებს მოახლოებულ არჩევნებს. პრო-რუსული ძალების პოპულარობა პირდაპირპროპორციულია რუსეთის რეიტინგთან სომხეთში. ანუ რუსეთის რეიტინგი სტაბილურად მცირდება. ეს არც არის გასაკვირი.

სომხურმა საზოგადოებამ მიიღო უდიდესი შოკი ყარაბაღის და მასთან დაკავშირებული მოვლენების კვალობაზე. ეს შოკი პირდაპირ უკავშირდება რუსეთის უმოქმედობას და ამიტომ აშკარად გამოჩნდა სომხური საზოგადოების გაღიზიანება რუსეთის მიმნართ.

გარდა ამისა, ფაშინიაის ხელისუფლების პირობებში განხორციელდა რეფორმები, რამაც მოსახლეობას დაანახა, რომ რუსეთს გააჩნია ალტერნატივა, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და სამხედრო სფეროშიც კი. ამ ალტერნატივის დანახვით ფაშინიანის ხელისუფლებამ პრაქტიკულად ჩახსნა სომხეთი რუსეთის მონოპოლიური ქსელიდან, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთში.

როგორც ჩანს, პრემიერი ფაშინიანი და მისი პარტია იგებს მოახლოებულ არჩევნებს. პრო-რუსული ძალების პოპულარობა პირდაპირპროპორციულია რუსეთის რეიტინგთან სომხეთში. ანუ რუსეთის რეიტინგი სტაბილურად მცირდება. ეს არც არის გასაკვირი

პასუხმაც არ დააყოვნა და სიტყვიერი პინგ პონგის შემდეგ, რუსეთმა ნაცადი ტაქტიკის გამოყენებით, იპოვა მრავალი ბაცილა სომხურ მინერალურ წყალში, კონიაკსა და სხვა პროდუქციაში, რითაც ეფექტური ემბარგო შემოიღო სომხეთის წინააღმდეგ.

ფაშინიანის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან ძალზედ მოზომილად დააკომენტარა აღნიშნული ვითარება, რითაც არ მისცა საშუალება რუსულ მხარეს გაამწვავოს რიტორიკა.

სავარაუდოდ, სომხეთზე ასეთი ზეწოლა გაგრძელდება, მაგრამ რამდენად შეიძლება ამან გამოიღოს დადებითი შედეგები რუსეთის სომხეთში და სომხეთის მიმართ პოზიციონირებაში, ამაზე დიდი ეჭვები არსებობს.

- მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა-რუსეთის ფრონტზე საკმაოდ რთული ვითარებაა კრემლი და პრეზიდენტი პუტინი საქართველოსთვის იცლის.

9 მაისს პუტინი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა. მან და პუტინმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის მორიგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მხარეებს შორის „ურთიერთობების გაღმავებაზე შეთანხმებასპუტინმა არა მარტო მხარი დაუჭირა სახელმწიფო სათათბირომ კანონი მიიღო. ცხინვალში მის რეალიზაციას უკავშირებენ სამხრეთ ოსეთის იმედებს გახდეს რუსეთის სუბიექტი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შედეგად.

ამ თემაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, შემდეგ საქართველოს საგარეო უწყებამ გააკეთეს განცხადებები, მაგრამ, ასეთ განცხადებებს ოფიციალური თბილისი 30 წელზე მეტია აკეთებს და შედეგი კი ნულის ტოლია.

ფაქტია, რომ რუსეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის პრატიკულად ანექსიისათვის ამზადებს.

იმ ვითარებაში, თუ რა ვითარებაშიცაა დღეის მონაცემებით მოსკოვი-ცხინვალის ურთიერთობები და რა იგეგმება, ქართული მხრიდან რეაგირების საუკეთსო ვარიანტი, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს?

- პირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რომ ხელმოწერილი “დოკუმენტი” საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არის ფიქცია, და მას არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს.

გარდა ამისა თუ განვიხილავთ იქ მოცემულ დებულებებს, ეს გახლავთ პირდაპირი ანექსიის შესახებ დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა დოკუმენტში არ იძებნება. ეს არის პირდაპირ მტრული აქტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხის მიმართ.

საქმე იმაშია რომ რუსეთმა საქართველოსა და მის ხალხს ბოლო 30 წლის განმავლობაში აკადრა ყველაფერი. ერთადერთი რაც დარჩა არსენალში გამოუყენებელი ალბათ არის ბირთვული იარაღი, რომლის გამოყენებასაც ჩვენს შემთხვევაში აზრი არა აქვს, არც პოლიტიკურად და არც სტრატეგიული თვალსაზრისით.

ამიტომ, ვფიქრობ განცხადებების ცდრო ამოიწურა, წითელი ხაზი, რომელზეც ხშირადაა საუბარი უნდა აინთოს და სახელმწიფო, რეალურ ქმედებებზე და გარკვეულ ნაბიჯებზე უნდა გადავიდეს.

ვფიქრობ განცხადებების ცდრო ამოიწურა, წითელი ხაზი, რომელზეც ხშირადაა საუბარი უნდა აინთოს და სახელმწიფო, რეალურ ქმედებებზე და გარკვეულ ნაბიჯებზე უნდა გადავიდეს

კონფრონტაცია, არ ნიშნავს ომს. მაგრამ საპასუხო ადექვატური, საერთაშორისო სამართლით გამყარებული ნაბიჯების გადადგმა არის აუცილებელი. კონკრეტულად, შესაძლებელია რამოდენია სიბრტყეში განვიხილოთ ეს. მაგალითად შევზღუდოთ უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და საქართველოში დარჩენის ვადა ერთი წლის მაგივრად შეუმციროთ სამ თვემდე, ისევე როგორც რუსეთს აქვს დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

კონფრონტაცია, არ ნიშნავს ომს. მაგრამ საპასუხო ადექვატური, საერთაშორისო სამართლით გამყარებული ნაბიჯების გადადგმა არის აუცილებელი. მაგალითად შევზღუდოთ უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და საქართველოში დარჩენის ვადა ერთი წლის მაგივრად შეუმციროთ სამ თვემდე, ისევე როგორც რუსეთს აქვს დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის

აგრეთვე შეუზღუდოთ რუსულ ავიაკომპანიებს ფრენა საქართველოში, მაგალითად ემბარგო დაუწესდეს საქართველოს მიმართულებაზე იმ აეროპორტებს რომლებიდანაც ხორციელდება უკანონო ფრენები სოხუმში.

გარდა ამისა პარალელურადს მივმართოთ საერთაშორისო საჰაერო რეგულატორ ინსტიტუტებს აღნიშნული აეროპორტების საერთაშორისო სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. თუ რუსეთმა ეს ნაბიჯები ვერ ან არ შეიმჩნია, სახელმწიფო უნდა გადავიდეს შემდეგ, უფრო მტკივნეულ ნაბიჯებზე.

თუ რუსეთმა ეს ნაბიჯები ვერ ან არ შეიმჩნია, სახელმწიფო უნდა გადავიდეს შემდეგ, უფრო მტკივნეულ ნაბიჯებზე

ასეთი ნაბიჯები, რომელსაც ეხლა აქ არ გავაჟღერებ, იმიტომ რომ ეს ცალკე სასაუბრო თემაა, ძალზედ ბევრია საქართველოს სახელმწიფოს არსენალში, ეს ეხება, როგორც პოლიტიკურ, იურიდიულ, ასევე ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში არსებულ ბერკეტებს.

ყოველივე ეს აამაღლებს საქართველოს რეზისტენტულობის ხარისხს არსებული გამოწვევების მიმართ, და დაგვაახლოვებს ცხინვალის რეგონისა და აფხაზეთის დეოკუპაციასთან.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი