30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ ხმების დაცვის შესახებ მემორანდუმი გააფორმა

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.

დეკლარაციის მიხედვით, შექმნება ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბი, რომელსაც პაატა დავითაია უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება კონკრეტულ მექანიზმებს, რომელიც დეკლარაციითაა გათვალისწინებული, როგორც ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, შეიქმნება პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, ამასთან, ძალაში შევა საერთო საკოორდინაციო მექანიზმი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ პარტიები დარღვევებზე. ამასთან, გაიწერა არასამთავრობოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება