ახალგაზრდობის სააგენტომ ონლაინ ფორმატში, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა და „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025" წარადგინა

24 აგვისტოს, ახალგაზრდობის სააგენტომ ონლაინ ფორმატში, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა და „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025" წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს, სააგენტო, „სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრატეგია 2020–2025“–ს ქმნის, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი მომავალი 5 წლის მანძილზე სახელმწიფოში ახალგაზრდული სფეროს განვითარებას განსაზღვრავს მნიშვნელოვანია მონაწილეობრივი კომპონენტის გათვალისწინება, კონსულტაციები, როგორც სამთავრობო უწყებებთან, ასევე, ახალგაზრდებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. სწორედ ამიტომ სააგენტომ სახელმწიფოში არსებული სამინისტროები და სახელმწიფო უწყებების შესაბამისი წარმომადგენლები უწყებათშორისო ჯგუფში გააერთიანა და პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანია სამთავრობო უწყებებთან ერთად სტარტეგიის ამ ეტაპზე შემუშავებულ დოკუმენტში განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიზნების განხილვა, რეკომენდაციების მიღება და სამომავლო გეგმების დასახვა.

„რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართვას, სააგენტომ 14 აგვისტოდან „რეგიონული ახალგაზრდული ფორუმები“ დაიწყო და დასავლეთი საქართველო სრულად დაფარა. ფორუმებზე მონაწილეებს სააგენტომ სტრატეგიის ამ ეტაპზე არსებული დოკუმენტი წარუდგინა, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები თემატურ სამუშაო ჯგუფებში გადანაწილდნენ რეკომენდაციების შესამუშავებლად. ფორუმების ციკლს სააგენტო სექტემბრის თვეში აღმოსავლეთ საქართველოში გააგრძელებს.

სააგენტოს, აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესში, სხვადასხვა ფორმით მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების უზრუნველყოფით მხარს უჭერს გაეროს ახალგაზრდული საკოორდინაციო ჯგუფი (UNFPA, UNDP, UNICEF, UNIDO, UNHCR, ILO), ევროკავშირის პროგრამა საქართველოში Skills4Jobs და ევროპის საბჭოს ახალგაზრდული პოლიტიკის ექსპერტთა მისია.

სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება, მანამდე კი ევროპის საბჭოს ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში სექტემბერში საქართველოში ექსპერტთა გუნდი ჩამოვა, რომელიც სტრატეგიის სამუშაო ვერსიას შეაფასებს და სააგენტოსთვის შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.

ახალგაზრდული სტრატეგიის მიზანია შექმნას ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარების ხელშემწყობი მდგრადი ეკოსისტემა, სადაც ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განვითარების შესაძლებლობები და რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების პოტენციალის სრულად რეალიზების და მათი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვის ხელშემწყობი სისტემური მექანიზმების განვითარებას. ხსენებული სტრატეგია ეფუძნება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს - "2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა