ანრი ოხანაშვილი - არანაირი შეკითხვა არ უნდა დარჩეს პოლიტიკური ჯგუფის იმ სახელმწიფოს მიერ შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მტრული განწყობები აქვს

ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული, რომ არანაირი შეკითხვა არ დარჩეს პოლიტიკური ჯგუფის იმ სახელმწიფოს მიერ შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელსაც აქვთ მტრული განწყობები ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს, არასებობს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის, საგამოძიებო სტრუქტურები, აუდიტის სამსახური და ცესკო.

"პარტიების დაფინანსების საკითხი, როგორც საქართველოში, ასევე, ძალიან ბევრ ქვეყანაში დგება ხოლმე გამოძიების, გარკვევის საგანი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გასარკვევია მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფების, განსაკუთრებით ისეთი ჯგუფების დაფინანსების წარმომავლობა, რომლებიც ღიად გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან. შესაბამისად, ჩვენთვის ცალსახაა, რომ ამ საკითხს უნდა გაეცეს პასუხი. ყველა ბერკეტი, რაც კი სახელმწიფოს ხელთ არსებობს, უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ამ შეკითხვებს პასუხი გაეცეს. არსებობს აუდიტის სამსახური, საგამოძიებო ორგანოები, ცესკო - სხვადასხვა საკითხი გაჟღერდა, მათ შორის რეგისტრაციის (მოხსნის) საკითხი, მე მიმაჩნია, რომ ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული, რომ არანაირი შეკითხვა არ დარჩეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ისეთ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს გარკვეულ სახელმწიფოებთან, რომელსაც აქვთ მტრული განწყობები ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება იმ ჯგუფებს, რომლებიც კითხულობენ, რა არის "ქართული ოცნების" რეაქცია. ჩვენი რეაქცია მარტივია - პასუხი უნდა გაეცეს ამას და ყველა ბერკეტი იქნას გამოყენებული, თუმცა, როგორია მათი რეაქცია მათი თანაპარტიელების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე? გიგი უგულავა გაიძახოდა გარკვეული პერიოდის წინ, რომ ისინი ითანამშრომლებდნენ პრორუსულ ჯგუფებთან. საინტერესოა მათი დამოკიდებულება დღეს, "- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიეს" თანახმად, "პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უწევენ და რუსეთიდან ფინანსდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა