ანრი ოხანაშვილი - მოვუწოდებ ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებს ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის

მოვუწოდებ ყველას, ტრაგედიით პოლიტიკური ქულების ჩაწერას თავი დაანებოს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან შატილში მომხდარი ტრაგედიის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმე კანონმდებლობაში დასახვეწია, ამაზე იმუშავებენ.

"ტრაგედიით სპეკულირებას თავი დავანებოთ. თუ ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდოდა, მათ შორის, ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსს, რომელმაც დაიწყო საუბარი, რომ თურმე რაღაც გადასახედია და ამით პოლიტიკის შექმნა და საკუთარი სახელის წარმოჩენა სურს, რადგან დიდი ხანია აღარ ჩანან და საზოგადოებას აღარ აქვს ინტერესი მათ მიმართ, ნუ გამოიყენებენ ისინი ამ მიზნისთვის ტრაგედიას. რაც შეეხება საკითხების გადახედვას, თუ რაიმე იქნება გადასახედი, ინტენსიურად ვიმუშავებთ, რომ შემდგომში დავხვეწოთ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

იხილეთ ვიდეო:მოვუწოდებ ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებს ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის - ანრი ოხანაშვილი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა