ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ლაბრაში კარანტინი გამოცხადდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, სოფელ ლაბრაში კარანტინი გამოცხადდა, რომელიც 14 დღეს გაგრძელდება. ამ დროისთვის სოფლის მოსახლეობაში კოვიდინფექციის გამოსავლენად ანალიზების აღება მიმდინარეობს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 24 აგვიტოს ერთი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთ პაციენტს კი კორონავირუსი დაუდასტურდა. დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, 54 წლის მამაკაცმა სამედიცინო დახმარების გამოძახება მე-14 დღეს გადაწყვიტა. ამ დროის განმავლობაში ის სახლში იტარებდა მკურნალობას სიცხის დამწევი პრეპარატით. ექიმი კი მაშინ გამოიძახეს, როდესაც მისი მდგომარეობა გაუარესდა.

ცნობისთვის, სოფელი ლაბრაში 250 ადამიანი ცხოვრობს.

დღეისთვის ე.წ.ოპერატიული შტაბის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის სულ 247 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 101 გამოჯანმრთელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა