ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვეევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსის სულ 262 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 101 და დაღუპულია 4 ადამიანი.

შეგახსენებთ, გუშინ სოფელ ლაბრაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რის შემდეგაც დე-ფაქტო ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, სოფელში კარანტინი გამოცხადდა, რომელიც 14 დღეს გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა