შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან არასრულწოვანი ზ.ხ. და მისი ადვოკატი გიორგი გელხაური. მათ ნაცვლად პროცესს საზოგადოებრივი ადვოკატი დაესწრება.

პროკურორი ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე 10 მოწმე დაიკითხება, მათ შორის დაპირისპირების შემსწრეები, ასევე, გამომძიებლები და ექსპერტები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში.

პროკურორი ასევე გამოეხმაურა არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს და მისი ადვოკატის გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით, აღნიშნული პოზიცია და მოქმედება მიმართულია პროცესის გაჭიანურებისკენ, რათა საპატიმრო ვადა იქნას ამოწურული.

,,აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი აქვს მყარი, უტყუარი, ერთმანეთთან დაკავშირებული მტკიცებულებები, რომელიც საკმარისია იმისთვის რომ დადგეს გამატყუნებელი განაჩენი, შესაბამისად მხარეებს და ჩვენც გვაქვს იმის გონივრული მოლოდინი, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ თითოეული ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია და მოქმედება მიმართულია პროცესის გაჭიანურებისკენ, რათა საპატიმრო ვადა იქნას ამოწურული”, - განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია