მამუკა მდინარაძე - მტერს ჰქვია მტერი და ამ სიტყვის გადახედვა კი არ იგეგმება არასდროს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული საფრთხეები არსებობს. აქვე დეპუტატი აღნიშნავს, რომ ღიად პრორუსულ ძალებთან ერთად არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ ის ძალები, რომლებიც „დეკლარირებენ, რომ პროდასავლელები არიან, თუმცა მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში აკეთებენ რუსულ საქმეს.“

„მე ნამდვილად არ ვიცი დეტალები და არც მინდა რომელიმე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს ან მათ დავეყრდნო, ვინც ამ ოკუპაციით სარგებლობს, მაგრამ თუ ეს განცხადებები არის რეალური, ეს რა თქმა უნდა, საფრთხეებს შეიცავს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მშვიდობით და განვითარებით უნდა ვიაროთ იმ გზაზე, სადაც დეოკუპაცია არის მიზანიც და არის მიღწევადი შედეგიც. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს თუ ხვალ დეოკუპაცია მოხდება და ერთადერთი გზა ამის არის განვითარება და მჭიდრო პარტნიორობა საერთაშორისო დასავლელ პარტნიორებთან. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის წითელი ხაზები იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ გადაიხედება, აქ ჩვენ ვართ ძალიან პრაგმატულები და ხისტები და ვიცით, ვინ ვინ არის. მტერს ჰქვია მტერი და ამ სიტყვის გადახედვაც კი არ იგეგმება არასდროს. ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი ასე იფიქრებს და იაზროვნებს და ასე ვფიქრობთ ჩვენ, მაგრამ დამატებით უნდა ვთქვა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ხალხიც, რომელიც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს და ერთ შემთხვევაში თუ ჩვენ საქმე გვაქვს, ღიად გამოხატულ დეკლარირებულ პრორუსულ ძალებთან, მეორე შემთხვევაში, არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენს ის ხალხი, რომელიც დეკლარირებენ, რომ ისინი პროდასავლელები არიან და მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში აკეთებენ რუსულ საქმეს. ყოველთვის გავუხსენებ მათ გაყიდულ სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთზე, ოკუპანტ ქვეყანაზე; არ დავიზარებ და გავიხსენებ რეზოლუციას, რომელსაც მხარი დაუჭირეს, სადაც ომიდან ორ თვეში ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს; კიდევ ერთხელ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, რა მივიღეთ იმით, რომ 2011 წელს, აგვისტოს თვეში მათ მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და რა მივიღეთ სანაცვლოდ კაცმა არ იცის, ასე უბრალოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე და სანაცვლოდ რა მივიღეთ არავინ იცის და ამ ყველაფერის ფონზე, როცა ვლაპარაკობთ პრორუსულ ძალებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნისთის, ამავე დროს უნდა ვილაპარაკოთ მათზე, ვინც ასე გარეგნულად თითქოს პროდასავლელები არიან, მაგრამ არანაკლებ რუსული საქმე აქვთ ნაკეთები ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს