“ლელოს“ ლიდერების განცხადებით, ლუსტრაციის კანონის მიღება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია

„ლელოს“ ლიდერებმა ფიქრია ჩიხრაძემ და ლევან კობერიძემ ქვეყანაში ლუსტრაციის კანონის მიღებაზე ისაუბრეს.

ლევან კობერიძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება საბოლოოდ დაემშვიდობოს საბჭოთა წარსულს, საჭიროა, ქვეყანამ ლუსტრაციის კანონი მიიღოს.

ლევან კობერიძის განმარტებით, „ლელო“ არის ის პარტია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მსგავს საკითხზე მუშაობა.

„პარლამენტში შესვლის შემდეგ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონი, რომლის ინიცირებას მოვახდენთ. დაახლოებით ორი წლის წინ მქონდა მცდელობა, დამეწყო ლუსტრაციის კანონის ინიცირება, თუმცა ამ ინიციატივამ „ქართული ოცნების“ გუნდში ენთუზიაზმი და მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მე ვარ „ლელოში სწორედ იმიტომ, რომ ეს არის გუნდი, ვისაც აქვს მორალური უფლება, ისაუბროს მსგავს თემებზე და დააყენოს მსგავსი ტიპის საკითხები.

ლუსტრაციის კანონი იქნება პირველი, რომელსაც „ლელო“ პარლამენტში შესვლისთანავე გაუკეთებს ინიცირებას, თუკი გვინდა, რომ დავემშვიდობოთ საბჭოურ წარსულს და აზროვნებას ქვეყანა წავიდეს პროგრესისკენ, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი; იმისათვის, რომ მომავალ თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველო შენება; იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, ლუსტრაციის კანონი“ არის დაუყოვნებლივ მისაღები,“- აცხადებს ლევან კობერიძე.

ამასთან, ლევან კობერიძის განმარტებით, ბევრი ცდილობს კანონპროექტის დაკნინებას.

„ ჩვენი ამოცანაა, პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში იმ პირების შეზღუდვა, რომლებიც თანამშრომლობდნენ და ახლაც თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, პირველ რიგში რუსეთთან, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა მათ მიერ ოკუპირებულია.

ვალდებულები ვართ, ეს კანონპროექტი წინა ხაზზე წამოვწიოთ და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ პარლამენტში მხარდაჭერა გვექნება. ამ პირების არ დაშვება საჯარო სამსახურში და პოლიტიკურ თანამდებობებზე შეიძლება გავრცელდეს სასამართლო სისტემაზე და იმ მოსამართლეებზე, რომელსაც შეიძლება გარკვეული კავშირი ჰქონდეს დანაშაულებრივ ხელისუფლებებთან ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ეს არის ის თემა, რაც ქვეყანაში მომავალ თაობას დაანახებს, რომ დღევანდელი პოლიტიკური პირები მზად არიან, გაემიჯნონ ამ თემებს. „ლელოსთვის“ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუციები არ იყვნენ დაკნინებული,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ბრიფინგის დროს ლუსტრაციის კანონზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ფიქრია ჩიხრაძემაც. მისი თქმით, საკითხი აქტუალურია, განსაკუთრებით იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა და აქტიურად მუშაობს რუსული ძალა.

„საზოგადოებას გვინდა ვესაუბროთ ლუსტრაციის კანონზე, რაც არაერთხელ გამხდარა აქტუალური. ეს კანონი და თემა არ კარგავს აქტუალობას, განსაკუთრებით იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა და ძალიან აქტიურად მუშაობს რუსული ძალა.

სამწუხაროდ, ჩვენი სპეცსამსახურები ჯერ ვერ არიან სათანადო სიმაღლეზე, რომ ყველაფერს ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიონ. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსული და სხვა სპეცსამსახურების გავლენისაგან, ჩვენს პოლიტიკურ, მედია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა