USAID-ი  საქართველოს მთავრობას კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მთავრობას კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება, - ამას ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურების სამინისტროებსა და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმდა.

საქართველოს საკურორტო დასახლებების უფრო ეფექტური მართვისთვის სპეციალური სტრუქტურული ერთეულები ჩამოყალიბდება. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოს კურორტების ტურისტული მიმზიდველობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

მემორანდუმის თანახმად, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს ტურისტული ადგილების ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება.

ახალი პროგრამის საპილოტე პროექტი დაბა ბაკურიანით დაიწყება და საქართველოს სხვა ტურისტულად მიმზიდველ დასახლებებში გაგრძელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტში მონაწილეობს ისეთი მსხვილი დონორი ორგანიზაცია, როგორიცაა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც პროექტს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ორიენტირებულია ტურისტული და მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან, მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და საბოლოო ჯამში, საქართველო კურორტებზე უფრო მეტი მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვასთან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში ტექნიკური დახმარება იქნება აღმოჩენილი იმისათვის, რათა ახალი კომპანიის ფუნქციონირებით გაუმჯობესდეს როგორც ტურისტულ დასახლებებში მუნიციპალური სერვისების მიწოდება, ასევე ზოგადად ასეთი დასახლებების მართვა. მისი თქმით, აღნიშნული დახმარების შედეგად უკეთ იქნება შესაძლებელი ცალკეული დასახლებების ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩინება, და ტურისტულად მიმზიდველი ლოკაციების ინფრასტრუქტურული განვითარების დაგეგმვა და მართვა, რამაც სამომავლოდ ასეთი დასახლებების ეკონომიკურ განვითარებას მეტი ბიძგი უნდა მისცეს. „მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება საერთაშორისო, კარგი პრაქტიკების გათვალისწინებით ხელი შეეწყოს მუნიციპალიტეტებს საკურორტო ადგილების მართვის მიმართულებით უნარების განვითარებაში”, - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დასახლებები ან თემები შესაძლოა მიმზიდველი იყო როგორც საცხოვრებლად, ასევე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის. შესაბამისად, ასეთ მუნიციპალიტეტებში ინვესტირების უფრო მეტი შესაძლებლობაა. მემორანდუმის მიხედვით, მოხდება ასეთ მუნიციპალიტეტებში მმართველობის ორგანოთა ინსტიტუციური გაძლიერება, რათა მათ შეძლონ მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა სამშენებლო ნებართვების გაცემა და საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, საჯარო სივრცეების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა და სხვ. ამ მუნიციპალური მომსახურებების უზრუნველყოფა აღნიშნული ადგილების პოტენციალის გამოყენების და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მტკიცე საფუძველს შექმნის.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს