სლოვაკეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს შატილისკენ მიმავალ გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შატილისკენ მიმავალ გზაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოქალაქეების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა. ინფორმაციას სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირადად ჩემი და სლოვაკი ხალხის სახელით სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებს, დაშავებულებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას“, - აღნიშნულია სლოვაკეთის პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმე მდგომარეობაშია. ტურისტული კომპანია traveler.ge-ს კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს