ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ტესტი სულ 72 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 274 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული, აქედან 115 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ლაბრაში კარანტინია გამოცხადებული. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 24 აგვიტოს ერთი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთ პაციენტს კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო