ოთარ კახიძე - რა თქმა უნდა, შეცდომები იყო, თუმცა არა სააკაშვილის მიერ დაშვებული, არამედ, წინა ხელისუფლების მხრიდან

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის განცხადებით, შეცდომები მთლიანად წინა ხელისუფლებას აქვს დაშვებული და არა მიხეილ სააკაშვილს. როგორც კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეცდომები, რომელიც ახლანდელ მმართველ გუნდს აქვს დაშვებული, წინა ხელისუფლების შეცდომებთან შედარებით “სრულად ასიმეტრიულია”.

მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი ივანიშვილის მხრიდან. რაც დადასტურებული აქვს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული ბრალდებები არის შეთითხნილი. რაც შეეხება შეცდომებს, შეცდომები აქვს დაშვებული წინა ხელისუფლებას, მაგრამ ივანიშვილის შეცდომებთან და დანაშაულებებთან შედარებით, ჩემი აზრით, არის სრული ასიმეტრია. თუ რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს უკავშირდება 2004-2012 წლების პერიოდს და ეს იყო უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა, რა თქმა უნდა, შეცდომები იყო, თუმცა არა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებული, არამედ, წინა ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის ჩვენც ვიღებთ პასუხისმგებლობას როგორც შეცდომებზე, ისე მიღწევებზე, გააზრებული გვაქვს წარსულის გამოცდილება. რაც შეეხება რა აქვს გააზრებული მიხეილ სააკაშვილს, მას უნდა კითხოთ”,- განაცხადა კახიძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აპირებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინოს, ოთარ კახიძე ამბობს, რომ ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა აღნიშნავს, რომ “მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის გარშემოც შესაძლებელია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს“.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.

იხილეთ ვიდეო:ოთარ კახიძის თქმით, შეცდომები არა სააკაშვილის მიერ არამედ, წინა ხელისუფლების მხრიდან იყო დაშვებული

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ