ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 197 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 21 პირს დაუდასტურდა.

საერთო ჯამში, აფხაზეთში კორონავირუსის 295 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 117 პირი გამოჯანმრთელდა, 4 კი დაიღუპა.