მეუფე შიო - ვეცადოთ განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისგან და მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის

დღევანდელი დღე გვეუბნება იმას, რომ გარდაცვალება ეს არ არის რაღაც საშინელი რამ, არამედ ეს არის ჩვენი იმედის, სიხარულისა და მარადიული ცხოვრების სასოების საგანი, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ღვთისმშობლის მთავარი მოწოდება არის უფლის სიტყვების აღსრულება.

"ჩვენ ვადიდებთ ამ შესანიშნავ დღეს, ყოვლადწმინდა ღვითსმშობელს და ვფიქრობთ, რა დაგვიტოვა მან ჩვენ. რა მცნებები, რა ანდერძი დაგვიტოვა. ჩვენ გვახსენდება ასევე წინასწარმეტყველება, რომელიც მან თქვა, რომ ყოველ სიტყვას მისი ძის, იესო ქრისტესი გულში იმარხავს. მისი უმთავრესი ცნება არის ის, რომ ჩვენ აღვასრულოთ ის, რასაც უფალი იესო ქრისტე გვიბრძანებს, ეს არის მისი ცნებები და ცხოვრების გზა. ეს არის ორი მთავარი მაგალითი, რომელიც მან დაგვიტოვა, რომ ჩვენ გულში ვიმარხავდეთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს ყველაფერს და აღვასრულოთ მისი ცნებები.

ჩვენ სახარებას ხშირად ვკითხულობთ. ხან ერთი მონაკვეთი იმოქმედებს ჩვენზე, ხან მეორე. ეს ყოველთვის განახლებადია. ეს ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ უფალი ამ სიტყვებით ჩვენ მოგვმართავს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩავუღრმავდეთ ღვთის ცნებებს, მის სიტყვას, ვეცადოთ განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისგან, იმისთვის, რომ მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის. დღევანდელი დღე გვეუბნება იმას, რომ გარდაცვალება ეს არ არის რაღაც საშინელი რამ, არამედ ეს არის ჩვენი იმედის, სიხარულისა და მარადიული ცხოვრების სასოების საგანი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან თქვენ იცით, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს არის ნიშანი, რომ განსაკუთრებით მფარველობს ჩვენ ქვეყანას. უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გადარჩენა და გამრავლება. ამინ!"- განაცხადა მეუფე შიომ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე