უხანში 1-ელი სექტემბრიდან სკოლები და ბაღები იხსნება

ჩინეთის ქალაქ უხანში 1-ელი სექტემბრიდან სკოლები და ბაღები იხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქალაქის 2 842 სასწავლო დაწესებულება დაახლოებით 1.4 მილიონი მოსწავლისთვის გაიხსნება. რაც შეეხება უხანის უნივერსიტეტს, იქ სწავლა გასული კვირის ორშაბათიდან განახლდა.

ქალაქის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ონლაინ სწავლებაზე გადართვის საგანგებო გეგმა შემუშავებული აქვთ.

შეგახსენებთ, რომ უხანში, სადაც, სავარაუდოდ, კორონავირუსი გაჩნდა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში გავრცელდა, იანვრის ბოლოდან ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კარანტინი იყო გამოცხადებული. ქალაქში, ვირუსს სულ 3 869 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ჩინეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობის 80 %-ია. უხანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს აპრილის ბოლოდან დაუბრუნდა. ქალაქში, 18 მაისის შემდეგ, კოვიდ 19-ის შიდა გადაცემის არცერთი შემთხვევა დადასტურებულა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?