ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებულ დანაშაულში მონაწილეები დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.პარლამენტის სპიკერი ალან თადტაევი აცხადებს, რომ „სამართალდამცავებმა“ ის თანამშრომლები დააკავეს, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებულ დანაშაულში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო RES-ი ავრცელებს.

„სამართალდამცავები საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. ამ დანაშაულში მონაწილე ყველა თანამშრომელი დაკავებულია. ყველა მონაწილის დასჯის შესახებ გადაწყვეტილება ამ ღონისძიებების საფუძველზე იქნება მიღებული“, - აღნიშნა ე.წ. სპიკერმა „პარლამენტის“ საგანგებო სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან თადტაევმა „დეპუტატების“ საგანგებო შეკრებაზე განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ინალ ჯაბიევის დაკავების შემდეგ გარდაცვალების გამო შედგა. 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ინალ ჯაბიევი ოკუპირებული რეგიონის „სამართალდამცავებმა“ დააკავეს. არსებობს ვარაუდი, რომ ის წამების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულს ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ცხინვალის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, სადაც ე.წ. გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენება მოითხოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. „სამართალდამცავმა ორგანოებმა“ უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, ქალაქში მილიციის რაზმები მორიგეობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა