„სტრატეგია აღმაშენებელი“ ლოზუნგით - „მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება „პატრიოტთა ალიანსის“ კავშირებზე კრემლთან“ ბათუმში აქციას მართავს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ბათუმის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა და მმართველი პარტია ამ ძალასთან კავშირში ღიად დაადანაშაულა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „პატრიოტთა ალიანსის“ ეს ქმედება კრემლის ინტერესებს ატარებს.

"დამსხვრეული ოცნებების პარტია წლებია ალიანსშია იმ ძალასთან, რომელიც გამოირჩევა ანტიდასავლური და კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებაში. მმართველი პარტია მიუხედავად ოპოზიციის საერთო მოთხოვნისა არ იძიებს მათ ფინანსურ კავშირებს კრემლთან. დღევანდელი საარჩევნო ბანერი, სადაც დატანილია რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან ერთად აჭარა, ემსახურება კრემლის ინტერესებს. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საქმის გამოძიება" - აცხადებს აქციის მონაწილე ბექა დიასამიძე.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოში საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო