რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე - თქვენ ამ ინიციატივით „საარჩევნო კოდექსს“ აფუჭებთ

თქვენ ამ ინიციატივით „საარჩევნო კოდექსს“ აფუჭებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც დარეგისტრირდა „ქართული ოცნების“ ინიციატივა ამომრჩეველთა დაშინებასა და მოსყიდვის ნაწილში კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დღეს მოქმედი კანონი დასასჯელად საკმარისია, თუმცა მთავარი მაინც აღსრულებაა.

„ძალიან უცნაურია თქვენი მხრიდან ამ საკანონმდებლო ინიციატივის შემოტანა, მას შემდეგ რაც წინა განხილვებზე ფაქტობრივად დაიწუნეთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირის დოკუმენტებიდან გამომდინარეობდა. ფაქტობრივად, ჩვენი რეკომენდაციები, რომელიც მაშინ იურიდიულ კომიტეტზე იყო შესული, არცერთი არ იქნა გათვალისწინებული. თუნდაც იგივე უბნიდან მანძილის დაცვის შესახებ, თუნდაც, კაბინაში ფოტოგადაღებებისა და თავისუფალი ნების გამოხატვის კონტროლისა და ა.შ.“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, „საარჩევნო კოდექსიდან“ მთავარი და მოცულობითი ნორმა, რომელიც ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენას ეხება, ორი სიტყვით „ხელშეშლა და დაშინება“ არის შეცვლილი.

„ვის ატყუებთ, რა რევოლუციური ცვლილებები, ორად ორი ცვლილებაა, 1. სადაც წერია პატიმრობა 2 წლით და ჩაწერეთ პატიმრობა სამი წლით. და 2. დაუმატეთ ახალი სანქცია შინაპატიმრობა. ეს არის თურმე თქვენი სიახლე. ვის ატყუებთ? საზოგადოებას? არავითარი ცვლილება ამ კოდექსი არ არის“, - განაცხადა გოცირიძემ.

მას ამ განცხადების გაკეთების განმავლობაში მიკროფონი რამდენჯერმე გამოერთო, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.

„8- ჯერ გამითიშეთ მიკროფონი, სანამ 41- ჯერ არ გათიშავთ, რაღაც აკვიტება გაქვთ, არ მომეშვებით? ბევრი საშუალება არსებობს ამ კოდექსზე საზოგადოებას ინფორმაცია რომ მივაწოდოთ,“ - აღნიშნა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა