ზვიად შალამბერიძე - გილოცავთ სტუდენტობას, გისურვებთ თქვენი დიდი წვლილი შეიტანოთ საქართველოს წარმატებაში

გილოცავთ სტუდენტობას, განსაკუთრებით მათ, ვინც იმერეთში მიიღებთ განათლებას, რადგან აქ მოქმედ სხვა უმაღლეს სასწავლებელთან ერთად, 15 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს ფუნქციონირებას, სადაც თქვენ ევროპული დონის განათლებას მიიღებთ, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვაშია აღნიშნული.

შალამბერიძის თქმით, ქუთაისი ხდება საგანმანათლებლო ჰაბი, რადგან სხვა უმაღლეს სასწავლებელთან ერთად, 15 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს ფუნქციონირებას, სადაც სტუდენტები ევროპული დონის განათლებას მიიღებენ.

„ჩემო უმცროსო მეგობრებო, მეც ვარ ძალიან გახარებული, რადგან აბიტურიენტების უმრავლესობამ შეძლო სტუდენტის სტატუსის მიღება და გილოცავთ სტუდენტობას, განსაკუთრებით მათ, ვინც იმერეთში მიიღებთ განათლებას, რადგან იმერეთი, ქუთაისი ხდება საგანმანათლებო ჰაბი - აქ მოქმედ სხვა უმაღლეს სასწავლებელთან ერთად, 15 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს ფუნქციონირებას, სადაც თქვენ ევროპული დონის განათლებას მიიღებთ. უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად, წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ რეჟიმის გამოყენებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქუთაისი განათლების და ამ კუთხით სიახლეების კერად ისტორიულად არის ცნობილი. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე და გისურვებთ, რომ იყოთ ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე და თქვენი დიდი წვლილი შეიტანოთ საქართველოს წარმატებასა და განვითარებაში. ჩვენ ყველა გამოწვევას ერთად უნდა ვუპასუხოთ. მე თქვენ მეიმედებით!", - აღნიშნულია ზვიად შალამბერიძის მილოცვაში, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა