საფრანგეთში პირველი სექტემბრიდან სამუშაო ადგილებსა და სკოლებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება

საფრანგეთში პირველი სექტემბრიდან სამუშაო ადგილებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. საზოგადოების ნაწილი ახალ წესს საჭიროდ მიიჩნევს, ნაწილი კი მისი წინააღმდეგია. ზოგიერთი დასაქმებულის აზრით, რთულია უპასუხო კლიენტების ზარებს, როცა პირბადე გიკეთია. როგორც აგვისტოს შუა რიცხვებში საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რეგულაცია შეეხება ყველა საერთო სივრცეს, ოფისებსა და ქარხნებს, გარდა ცალკეული სამსახურებისა, სადაც მხოლოდ ერთი თანამშრომელი იმყოფება. მისივე თქმით, სახლიდან მუშაობის პრაქტიკა კვლავ რეკომენდებულია.

გარდა ამისა, ახალი სასწავლო სემესტრიდან, რომელიც საფრანგეთში 1-ელ სექტემბერს იწყება, 11 წლის და შემდგომი ასაკის მოსწავლეებისთვის და ყველა სრულწლოვნისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება. ბავშვებს პირბადეების ტარება გაკვეთილის პროცესშიც მოეთხოვებათ. ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებს დამატებით ტემპერატურასაც გაუზომავენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ