მსოფლიო ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარი მასშტაბური აფეთქებით გამოწვეული ზარალია შეფასებული. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ზარალი 3.8 მილიარდი აშშ-დოლარიდან 4.6 მილიარდ აშშ დოლარამდე მერყეობს.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად საბინაო, ტრანსპორტისა და კულტურის სფეროები დაზარალდა. მსოფლიო ბანკის ცნობით, 2020-2021 წლებში საჯარო სექტორის აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო.
შეგახსენებთ, 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"