საუდის არაბეთის მეფემ სამეფო ოჯახის ორი წევრი, კორუფციის საქმესთან დაკავშირებით, თანამდებობიდან გაათავისუფლა

საუდის არაბეთის მეფემ სამეფო ოჯახის ორი წევრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მეფე სალმანის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ იემენში, საუდის არაბეთის მიერ მართული კოალიციური ძალების მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლებულია პრინცი ფაჰად ბინ თურქი.

ამავე განკარგულების თანახმად, მუჰამედ ბინ სალმანმა ერთერთი რეგიონის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა საკუთარი შვილი, აბდულაზიზ ბინ ფაჰადი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამეფო ოჯახის ორი წევრის და მათთან ერთად ოთხი სხვა მაღალჩინოსანის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროში „საეჭვო გარიგებებში შესაძლო მონაწილეობასთან“ დაკავშირებით გამოძიების დაწყება იგეგმება.

მეფის განკარგულების თანახმად, აღნიშნული პირების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, პრინცი მუჰამედ სალმანის მიერ ანტი-კორუფციული კომიტეტისთვის გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე მოხდა.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ პრინცი მუჰამედ სალმანი ქვეყანაში ანტი-კორუფციული კამპანიის სახელით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ