სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, აუდიტის სამსახურმა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წერილით მიმართა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვსწავლობთ დოსიეში ასახულ ინფორმაციებს. მოკვლევა დაწყებულია, მივმართავთ ჩვენი მანდატის ფარგლებში გათვალისწინებულ ყველა აქტივობას“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ “პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადება პროკურატურაში ანტიპუტინური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე 25 აგვისტოს შეიტანა. როგორც ხოშტარია აცხადებს, „დოსიეში მოყვანილია კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელთაც მტრული სახელმწიფო - რუსეთი და კრემლთან დაახლოებული პირები აძლევენ “პატრიოტთა ალიანსს”.

ამასთან, გუშინ განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ, რომლის თანახმად, პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა