სოფო კილაძე სააკაშვილზე - უმძიმეს დანაშაულებს რომ შეცდომის დონეზე ჩამოაქვეითებ, ამას ხალხში უარყოფითი რეაქციები მოჰყვება და ძალიან სამართლიანად

უმძიმეს დანაშაულებს რომ შეცდომის დონეზე ჩამოაქვეითებ, ამას ხალხში დადებითი კი არა, უფრო უარყოფითი რეაქციები მოჰყვება და ძალიან სამართლიანად, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართველი ხალხისთვის ბოდიშის მოხდას გამოეხმაურა.

„დაახლოებით თვენახევრის წინ, სალომე სამადაშვილს ვეუბნებოდი, ბოდიში მაინც მოიხადეთ მეთქი იმ უბედურებების გამო, რაც ქვეყანას და ხალხს დამართეთ და ეტყობა ჭკუაში დაუჯდათ. ვნახეთ სააკაშვილის კლიპი, სადაც ის აანონსებდა ბოდიშს მძიმე შეცდომებისთვის და ჩამოსვლას. უბრალოდ ერთი რამ ვერ გათვალეს - უმძიმეს დანაშაულებს რომ შეცდომის დონეზე ჩამოაქვეითებ, ამას ხალხში დადებითი კი არა, უფრო უარყოფითი რეაქციები მოჰყვება და ძალიან სამართლიანად. ამ კლიპის შემხედვარე ვიფიქრე, რომ როგორც „ყორანი არ გათეთრდება“ და „კუდი ძაღლისა არ განიმართება“, ისე ძალადობრივი და დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედები, მაღალი თუ დაბალი რგოლი, ვერ გამოსწორდება და ვერ ჩადგება ქვეყნის სამსახურში. ძალიან სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიციის ასეთი ნაწილი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას ვერასდროს გაუწევს ხელისუფლებას, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა სწორედ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი რეფორმებით და აგრძელებს ამ რეფორმას“,-განაცხადა კილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა