3 სექტემბრიდან მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდება

რამდენიმე კვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 3 სექტემბრიდან ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება განახლდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები სამშაბათისა და შაბათის გარდა, კვირაში 5-ჯერ შესრულდება.

„სვანეთში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ფრენები 11 აგვისტოდან შეჩერებული იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტი გაიხსნა, მესტიის მიმართულებით ფრენებიც აღდგა. აღნიშნული რეისებიც COVID-19-დან გამომდინარე, ყველა არსებული რეგულაციების დაცვით ხორციელდება, ეს იქნება სოციალური დისტანცირება, თერმოსქრინინგი, სავალდებულო პირბადის ტარება და სხვა. სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა და ვიმედოვნებთ, რომ ამ ულამაზეს რეგიონს ისევ მალე ბევრი ტურისტი ეწვევა“,- აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ფრენების შეჩერება სვანეთში COVID-19-ის პრევენციის გამო მოხდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების სვანეთი ჩაიკეტა და შესაბამისად სვანეთის მიმართულებით რეგულარული ფრენებიც, დროებით, შეჩერდა. თუმცა, 2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება და 3 სექტემბრიდან AK-Air Georgia მესტიის მიმართულებით ფრენებსაც განაახლებს.

ავიაბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარს შეადგენს. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის კი ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება. 3 წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა. ავიაბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებ-გვერდს https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია