ეკატერინე ტიკარაძე - გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება - დაიწყება კონფერენციაზე მყოფი 400-მდე ექიმის ტესტირება და გადანაწილდებიან  თვითიზოლაციასა და კარანტინში

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სასტუმრო „ოაზისში“ ეპიდემიოლოგიური კვლევა დაწყებულია და შედეგების მიხედვით მოხდება სასტუმროში მყოფი 400-მდე ექიმის კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადანაწილება.

მისივე განცხადებით, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე მისი მოადგილის ჩასვლა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გადაიდო.

„დღესდღეობით მნიშვნელოვანი ვითარებაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდნენ, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, თამარ გაბუნია და ასევე, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, ვინაიდან იცით, რომ სასტუმროში დაფიქსირდა ვირუსი.

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება, თუმცა ჩვენ ასევე მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ სასტუმროში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ექიმების ტესტირება, რათა შესაბამისი პროტოკოლით მოხდეს ამით გადანაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში “,- განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, კონფერენციას 400-მდე ექიმი ესწრებოდა, ვირუსი დაუფიქსირდა ერთ-ერთ ექიმს, რომელიც „ავერსის“ ქსელის კლინიკიდან არის.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უკავშირდება ამ ეტაპზე „ავერსის“ კლინიკაში რაიმე ინფექციის გავრცელებას. ამ ეტაპისთვის წყარო არის დადგენილი, მაგრამ ჩვენ გამოკვლევა მყისიერად დავიწყეთ „ოაზისის“ სასტუმროში იმისთვის, რომ ვიცოდეთ თუ რა მასშტაბის იყო გადადება სასტუმროში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში