ნინო ბურჯანაძე კარლ ჰარცელს შეხვდა

,,ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველოდან“ აცნობეს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, საუბარი ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესს შეეხო. მისივე თქმით, კარლ ჰარცელი დაინტერესდა საარჩევნო პერიოდში „ერთიანი საქართველოს“ სტრატეგიით, მუშაობის მეთოდებით და ხედვით.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ელჩს გააცნო საარჩევნო გეგმები, ასევე მან არჩევნების სამართლიან და სტაბილურ პირობებში ჩატარებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

„კარლ ჰარცელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან პირობებში ჩატარდება და ყველა პარტია შეძლებს თანაბარ პირობებში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია.ორივე მხარემ ხაზი გაუსვა პანდემიის ვითარებაში არჩევნების ჩატარების სპეციფიურობას და საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ყოფნის აუცილებლობას, იმისთვის რომ საარჩევნო პროცესს მეტი ნდობა ჰქონდეს. „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადაუხადა, თავის მხრივ ელჩმა ნინო ბურჯანაძეს წარმატება უსურვა“, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა