ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაშლის გადამამუშავებელი კომპანიებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გაჩნდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაშლის გადამამუშავებელი კომპანიებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გაჩნდა. მინისტრის განმარტებით, იმისთვის, რომ კომპანიების მსყიდველობითი უნარი გაზრდილიყო, საბრუნავი საშუალების თანადაფინანსება მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპანიას ვაშლის შესაძენი თანხის პროცენტს მთლიანად დაუფინანსებს.

„მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დღეს მთავრობაზე მივიღეთ, იყო აგროკრედიტში საბრუნავ საშუალებებში კომპონენტი, რომელიც უკავშირდება ვაშლის მოსავლის დაბინავებას. ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსის გაჩენა ჩვენი გადამამუშავებელი კომპანიებისთვის, რომლებიც ვაშლის კონცენტრირებულ წვენს ამზადებენ და ეს არის საექსპორტო პროდუქტი. იცით, რომ ჩვენ გავაკეთეთ სუბსიდირება, რათა ვაშლის ფასი ბაზარზე ფერმერებისთვის მისაღები ყოფილიყო, მაგრამ ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მსყიდველობითი უნარი ჩვენი კომპანიებისთვის გაზრდილიყო და ამ შემთხვევაში, საბრუნავი საშუალების თანადაფინანსება ხორციელდება. ცვლილებების შედეგად, მათ ექნებათ საშუალება, რომ ვაშლის შესაძენი თანხის პროცენტი მთლიანად დაუფინანსოს სახელმწიფომ, ასევე გადამუშავების თანხის შესაბამისი პროცენტიც, რაც ჩვენი დაკვირვებით, ძირითადად, ვაშლის შეძენის ღირებულების ნახევარს წარმოადგენს. კომპანიებს 21 ნოემბრამდე ექნებათ საშუალება, რომ კრედიტი აიღონ. ეს ნამდვილად გაამყარებს და გაზრდის კერძო სექტორიდან მოთხოვნას და, რა თქმა უნდა, მოგვცემს საშუალებას, რომ საკმაოდ დიდი მოსავალი, რაც წელს გვაქვს, წარმატებით დავაბინაოთ,“- განაცხადა დავითაშვილმა.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს