პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ და ეკა ბესელიას ალტერნატიულ პროექტებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიულ პროექტს მხარი არ დაუჭირა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩააგდეს ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ალტერნატიული პროექტიც.

ბესელიას კანონპროექტს 2 მომხრე და 7 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიულ პროექტს კი 1 მომხრე და 10 მოწინააღმდეგე.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დეტალურად გაიწეროს და დაკონკრეტდეს ისეთი ჩანაწერები, როგორიცაა: არჩევნების ფარულობის დარღვევა და შესაბამისი სანქცია.

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დეტალურად გაიწეროს და დაკონკრეტდეს ისეთი ჩანაწერები, როგორიცაა: არჩევნების ფარულობის დარღვევა და შესაბამისი სანქცია. კანონპროექტის თანახმად, კანონში გაჩნდება იმპერატიული ჩანაწერი, რომ „აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის ნებისმიერი ფორმით ამომრჩევლის აღრიცხვა (ამომრჩევლისათვის პირადობის მოწმობის ან/და მისი ასლის მოთხოვნა/ჩამორთმევა, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით მანიპულირება), ამომრჩევლის ნებისმიერი ფორმით იდენტიფიცირება და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“.

რაც შეეხება ეკა ბესელიას ალტერნატიულ კანონპროექტს, ცვლილებები ითვალისწინებს ძირითადად შემდეგი საკითხების დაზუსტებას: ზუსტდება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხი, ზუსტდება პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნის წესიც.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულია საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას გაყალბებისაგან დაცვის მექანიზმი. ცვლილებების მიხედვით, შემოთავაზებულია პრევენციის შემდეგი პროცედურა: „ყოველ საარჩევნო ოლქში სავალდებულო წესით შემოწმდება წილისყრით შერჩეული 1 საარჩევნო უბანი, თუ ოლქში არცერთი საჩივრით/განცხადებით არ იყო მოთხოვნილი შედეგების გადათვლა; ასევე ის საარჩევნო უბნები, რომლებშიც გადათვლას განცხადებით/საჩივრით მოითხოვდნენ უფლებამოსილი პირები. თუ ოლქში ასეთი მოთხოვნა 3-ზე მეტ უბანს შეეხება, საოლქო საარჩევნო კომისია მათგან წილისყრით შეარჩევს შესამოწმებელ 3 საარჩევნო უბანს; თუ ზემოაღნიშნული შემოწმების შედეგად რომელიმე სახის არჩევნების საარჩევნო სუბიექტების პაკეტებში სხვა სუბიექტების კუთვნილი ბიულეტენები ან/და ბათილი ბიულეტენების პაკეტებში ნამდვილი ბიულეტენები ან/და საარჩევნო სუბიექტების პაკეტებში ბათილი ბიულეტენები გამოვლინდა და ასეთი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა შესაბამისი სახის ნამდვილი ბიულეტენების 1 პროცენტზე მეტი აღმოჩნდა, საოლქო საარჩევნო კომისია დამატებით შეამოწმებს მხოლოდ იმავე სახის საარჩევნო ბიულეტენებს იმ საარჩევნო უბნების დალუქულ საბუთებში, რომლებშიც ასეთი შემოწმება განცხადებით/საჩივრით მოთხოვნილი იყო უფლებამოსილი პირების მიერ კენჭისყრის შედეგების შემოწმების დაწყებამდე.“

ამავე ცვლილებების თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ნარკოლოგიური შემოწმებისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების წარდგენა მოეთხოვება არა მხოლოდ მაჟორიტარ კანდიდატს, არამედ ზოგადად პარლამენტის წევრობის კანდიდატს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა