თამარ კეკენაძე - სამწუხარო და საგანგაშოა, რომ სტრატეგიული, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის კუთხით, ასეთი მოწყვლადია საქართველო

სამწუხარო და საგანგაშოა, რომ სტრატეგიული, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის კუთხით, ასეთი მოწყვლადია საქართველო, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ ლუგარის ლაბორატორაზე კიბერთავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ რუსეთის ინტერესია, ერთი მხრივ, მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაცია, ბრალი დასდოს ტერორიზმში, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი წარმოაჩინოს დანაშაულებრივი ქმედებების თანამონაწილედ.

„ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებული კიბერთავდასხმა და შედეგად პანდემიის შესახებ ფალსიფიცირებული დოკუმენტების გავრცელება, ნათელი მაგალითია თუ როგორ ქმნის რუსეთი მისთვის სასურველ ნარატივს ლუგარის ლაბორატორიის გარშემო.

წლებია, რუსეთი მიზანმიმართულ და მრავალმხრივ კამპანიას აწარმოებს, რათა საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნოს, რომ საქართველო ლუგარის ლაბორატორიის მეშვეობით ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს აწარმოებს და სხვადასხვა ტიპის ცდებს ახორციელებს, რითიც ფაქტობრივად, საქართველოს ბრალს სდებს ტერორიზმში.

დიდი ხანია ვიცით, რომ რუსეთის ინტერესია, ერთი მხრივ, მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი წარმოაჩინოს დანაშაულებრივი ქმედებების თანამონაწილედ და მხარდამჭერად, რისი მორიგი ნათელი მაგალითია რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს.

სამწუხარო და საგანგაშოა, რომ სტრატეგიული, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის კუთხით, ასეთი მოწყვლადია საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ჩვენი პარტნიორები სერიოზულ რესურსს ხარჯავენ საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისათვის, აუცილებელია, გადაიხედოს და ახლიდან შეფასდეს მოსალოდნელი საფრთხეები ამ მიმართულებით და პარტნიორებთან პროაქტიული მუშაობით, მოხდეს როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსის სათანადო მომზადება", - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

თამარ კეკენაძის განცხადებას "თავისუფალი დემოკრატების" პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა