ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათი ცნობით, დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება კორონავირუსზე 227 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 42-ს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსზე 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა, ათი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დღეს საავადმყოფოდან სამი ადამიანი გაეწერა, გამოჯანმრთელდა თვითიზოლაციაში მყოფი 12 პირი.