ბელარუსის ოპოზიცია ხელისუფლებას დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლებისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

„დიალოგი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა არსებულ სიტუაციაში და პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი შესაძლო გამოსავალია. ეს ნიშნავს, რომ ლუკაშენკომ არა ახალი პოლიტპატიმრები უნდა მოაგროვოს, არამედ გაათავისუფლოს უკვე დაპატიმრებულები და დაიწყოს დიალოგი. უარი უნდა ვთქვათ მტრულ ქმედებებზე და სამშვიდობო მოლაპარაკებები დავიწყოთ. ამის გაკეთება გვიან არ არის ”, - ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ”დაპატიმრებები, სისხლის სამართლის საქმეები, ცილისწამება და დაშინება, ეს ყველაფერი ომის სიგნალია”. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, ხელისუფლებისგან "ზეწოლის შეჩერებას“ ითხოვენ და "დიალოგის დაწყებისა და კონფლიქტებისა და საფრთხეების მოგვარებისკენ მოუწოდებენ".

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია