დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო, ევროკავშირის 10 არაწევრ ქვეყანასთან ერთად, კვლავ უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩება

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის 10 არაწევრ ქვეყანასთან ერთად კვლავ უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მსოფლიოში არსებული შეზღუდვების ფონზე, სექტემბერში 70 ფრენაა დაგეგმილი, მათგან 30 რეგულარული რეისია.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო ზომები მიიღო ჩვენი მოაქალაქეების სამშობლოში დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩვენ საქართველოს 23 ათასზე მეტი მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები არსებობს, სექტემბერში 70 ფრენა არის დაგეგმილი. აქედან, თითქმის 30 რეგულარული რეისია. ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ასევე ევროპიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების უსაფრთხოება. როგორ უსაფრთხოდაც მოდიან, ასევე უსაფრთხოდ უნდა წავიდნენ. თქვენ იცით, რომ საქართველო ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ეს სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ ახლდება. გუშინ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ განაახლა და საქართველო კვლავ რჩება ამ სიაში ევროკავშირის 10 არაწევრ ქვეყანასთან ერთად. ეს არის აღიარება ჩვენი და ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების, რომელიც საქართველოს კვლავ ტოვებს უსაფრთხო ქვეყნების სიაში“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა